წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №179/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ

ნომერი: 252 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2015 13:11

მიღების თარიღი მაისი 07, 2015

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №179/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიამ 2015 წლის 2 აპრილს მიიღო  №179/23 გადაწყვეტილება  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

გადაწყვეტილების მიხედვით საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2015 წლის 7 მაისს  16.00 საათზე.

სს „სილქნეტმა“ განცხადებით მიმართა კომისიას  (2015 წლის  6 მაისის N 2051/05-08 წერილი)  ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ შემდეგი გარემოებების გამო:

რადგან აღნიშნულ საკითხზე სს „სილქნეტში“ მიმდინარეობს  მონაცემთა დაზუსტება, რაც მოითხოვს დამატებით დროს, ამიტომ სს „სილქნეტმა“ ითხოვა, რომ   ზეპირო მოსმენა გადაიდოს ერთი კვირის ვადით.

კომისია იზიარებს ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე, სს „სილქნეტის“   განცხადებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას 2015 წლის 14 მაისისთვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით კომისიის 2015 წლის 2 აპრილის  №179/23   გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა; საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 14 მაისს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

4. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                       კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                       მ. ქათამაძე 

კომისიის წევრი                                                                       გ. ფრუიძე 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები