„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №179/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2015 16:40
მიღების თარიღი მაისი 14, 2015
„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №179/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2015 წლის 2 აპრილს მიიღო №179/23 გადაწყვეტილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ". საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ „სილქნეტის“ შუამდგომლობის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირო მოსმენა გადიდო 2015 წლის 14 მაისს 16:00 საათისთვის.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2015 წლის 14 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება 2015 წლის 4 ივნისს 16:00 საათისთვის. ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ რადგან აღნიშნულ საკითხზე სს „სილქნეტში“ მიმდინარეობს მონაცემთა დაზუსტება, რაც მოითხოვს დამატებით დროს, ამიტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დასაშვები მაქსიმალური 3 თვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია ცვლილების და დამატების შეტანა კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N 179/23 გადაწყვეტილებაში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N179/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 4 ივნისს 16 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“;
2. კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N179/23 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
„21 საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს 3 თვიანი ვადა“;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
