შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 11:12
მიღების თარიღი მაისი 14, 2015
შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 აპრილს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის №10/2324-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ 2015 წლის 23 და 24 მარტის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგნეტო ევრაზიის” 2015 წლის 23 და 24 მარტის სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „Le Mac“, „The Watcher”, „Enemy of the State”, „In Order of Disappearance” (kraftidioten), „Dr. NO”, „The League of Extraordinary Gentlemen”. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის №10/2324 -15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიამ 2015 წლის 30 მარტს №04/402-15 წერილით მიმართა შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2015 წლის 21 აპრილს შემოვიდა შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2256-15; 21.04.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ ადასტურებს ზემოაღნიშნული მხატრული ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, თუმცა შესაბამისი ხელშეკრულებები კომისიში არ არის წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევარაზიის“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდებოდა არამართლზომიერად და სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტით და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის №10/2324-15 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 8 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 14 მაისს, რის შესახებ შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი:040023907177) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 14 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ,,საერთაშორისო საიფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ დირექტორი ჰამლეტ გეგია, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიის მიერ ადგილი აქვს მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებს რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების მხატრულ ფილმებს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის №10/2324 -15 სამსახურებრივი ბარათი;
2. სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
3. კომისიის 2015 წლის 30 მარტის №04/402 – 15 წერილი შპს „საერთაშორისო საიფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ გაგზავნის და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040022373544);
4. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ 2015 წლის 21 აპრილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/2256-15; 21.04.2015);
6. კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ შესახებ მონაცემები;
7. კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილება შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ და NB153 ლიცენზია (კერძო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა №000213);
8. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2015 წლის 14 მაისის კომისიის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ წარმოადგენს თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B153 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 8 იანვარი), ასევე ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-1130; ავტორიზაციის თარიღი: 20/03/2015);
2. შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ მაუწყებლობას ახორციელებს ავტორიზაციის ფარგლებში (ავტორიზაციის ნომერი: BR-1130; ავტორიზაციის თარიღი: 20/03/2015);
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ 2015 წლის 23 და 24 მარტის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;
4. 2015 წლის 23 და 24 მარტის მდგომარეობით შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა რუსულ ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს, კერძოდ, „Le Mac“, „The Watcher”, „Enemy of the State”, „In Order of Disappearance” (kraftidioten), „Dr. NO”, „The League of Extraordinary Gentlemen“;
5. კომისიამ 2015 წლის 30 მარტის №04/402-15 წერილით შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მოსთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. 2015 წლის 23 და 24 მარტის მდგომარეობით შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ არ გააჩნდა და კომისიაში არ წარმოუდგენია მხატვრული ფილმების: „Le Mac“, „The Watcher”, „Enemy of the State”, „In Order of Disappearance” (kraftidioten), „Dr. NO”, „The League of Extraordinary Gentlemen“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);
7. კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტისა და №B153 ლიცენზიის №2 დანართის პ) პუნქტის თანახმად, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ ერთ-ერთ სალიცენზიო ვალდებულებად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტისა და №B153 ლიცენზიის №2 დანართის ს) პუნქტის თანახმად, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ ვალდებულია უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511-ე მუხლით გათვალისწინებული მხატრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა, ხოლო კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ტ) ქვეპუნქტისა და №B153 ლიცენზიის №2 დანართის ტ) პუნქტის თანახმად, შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; შესაბამისად, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ ფლობდა ინფორმაციას ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესახებ მისთვის გაცემული №B153 ლიცენზიის პირობებიდან.
8. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ , ავტორიზაციის გავლისას (20/03/2015) განემარტა, რომ იგი, როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
9. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა; იმავე მუხლის მე-10 პუნქტის დ) ქვეპუნატის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;
- კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“ პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით, კერძოდ, დ) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი, ვალდებულია, მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახემწიფო ენაზე წარმოებული მხატრული ფილმების არანაკლებ 10% ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 10 მხატრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატრული ფილმი მაინც;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ მიერ რუსულ ენაზე დუბლირებული, დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების: „Le Mac“, „The Watcher”, „Enemy of the State”, „In Order of Disappearance” (kraftidioten), „Dr. NO”, „The League of Extraordinary Gentlemen“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუქნტები, 511 მუხლი, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილება „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები და კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ), ს) და ტ) ქვეპუნქტებითა და კერძო მაუწყებლობის №B153 ლიცენზიის №2 დანართის პ), ს) და ტ) პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ უნდა მიეთითოს, რომ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე, დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების რუსულ ენაზე (არამწარმოებლის ენაზე) ან ქართული დუბლირების გარეშე განთავსება, აგრეთვე სამაუწყებლო პროდუქციის არამართლზომიერი გავრცელება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების, 511 მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“, კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ), ს) და ტ) ქვეპუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-5, მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების, 511 მუხლის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ და კომისიის 2014 წლის 8 იანვრის №03/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ), ს) და ტ) ქვეპუნქტებისა და კერძო მაუწყებლობის №B153 ლიცენზიის №2 დანართის პ), ს) და ტ) პუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევის გამო;
2. შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“ მიეთითოს, რომ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე, დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების (არამწარმოებლის ენაზე) ან ქართულად (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე) დუბლირების გარეშე განთავსება, აგრეთვე სამაუწყებლო პროდუქციის არამართლზომიერი გავრცელება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ავტორიზებული პირისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისათვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თამვჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
