საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 მაისისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2015 13:13
მიღების თარიღი მაისი 22, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 მაისისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2015 წლის 21 მაისის №11 ზეპირი მოსმენის და №33 სხდომებს ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სხდომები ვერ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სულ ცოტა 2 წევრი.
კომისია აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ კომისიის 2015 წლის 21 მაისის №11 ზეპირი მოსმენის და №33 სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვა განხორციელებულიყო შეუფერხებლად, კომისიის ორი წევრის ინიციატივით, 2015 წლის 22 მაისისთვის მოწვეულ იქნა კომისიის №34 სხდომა. ინფორმაცია კომისიის სხდომის ჩატარების დღის წესრიგის, ადგილის და დროის შესახებ, დაუყონებლივ (21.05.2015წ.) გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. 2015 წლის 21 მაისის კომისიის №33 სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (გარდა მე–15 საკითხისა, ამოღებულია განხილვიდან შპს „რადიო არტის“ Nშ–6/3106–15, 19.05.15 წ. განცხადების საფუძველზე) განხილვის თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 28 მაისი, 13:00 საათი;
2. კომისიის 2015 წლის 21 მაისის კომისიის №11 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (დანართი N1) თაობაზე კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N199/22, 21 აპრილის N200/23 და პირველი მაისის N243/23 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხები შეტანილ იქნეს კომისიის 2015 წლის 28 მაისის N34 სხდომის დღის წესრიგის პროექტში (დანართიN2);
3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის ზემოაღნიშნული სხდომების დღის წესრიგების პროექტების გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
დანართი N1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 21 მაისი, 16:00 საათი
- შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ., თანამომხსენებელი - მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2005 წლის 1 ივლისის №474/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ შპს „გაზეთ ბათუმელების“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
დანართი N2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 28 მაისი, 13:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ბედაურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მზე“-ს (ს/კ 412679141) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ალიონი“-ს (ს/კ 412707030) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N200/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სტუდია პულსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“–ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“–ს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. მ. აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
