საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 10:57
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 28 მაისის №34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის 28 მაისის №34 სხდომის დღის წესრიგის მე–15 (შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“–ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის შესახებ) და მე–16 (ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“–ს შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხების განხილვა 2015 წლის 04 ივნისს, 13:00 საათზე, ხოლო მე–17 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ) საკითხის განხილვა 2015 წლის 04 ივნისს, 16:00 საათზე;
2. კომისიის 2015 წლის 28 მაისის №34 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№34 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 28 მაისი, 13:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ბედაურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მზე“-ს (ს/კ 412679141) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ალიონი“-ს (ს/კ 412707030) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის N200/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 1 მაისის N 243/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „სტუდია პულსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
