შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2015 14:22
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ რადიოსარელეო სიხშირის
მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული № შ-7/1618-15, 02.04.15) ქ.თბილისში, სტუდიიდან (მელიქიშვილის ქ. №1) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, 7გჰც÷8გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმი“ ფლობს ქ.თბილისში კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას № B173 (ვადა 08.01.25), 104,7 მჰც სიხშირეზე 500ვტ სიმძლავრის რადიომაუწყებლობის გადამცემით მაუწყებლობაზე.
შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ქ. თბილისში, სტუდიიდან (მელიქიშვილის ქ. №1) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირე 7728 მჰც ± 3. 5მჰც, ზოლის სიგანით 7 მჰც. სიხშირე გათვალისწინებულია ქ. თბილისში, შპს „კომპანია მედიასტრიმის“ სტუდიიდან (მელიქიშვილის ქ. №1) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე მაუწყებლობის სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს შპს „კომპანია მედიასტრიმს“ სიხშირე 7728 მჰც ± 3.5 მჰც, ზოლის სიგანით 7 მჰც თბილისში სტუდიიდან (მელიქიშვილის ქ. №1) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, კერძო საერთო № B173 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 08.01.25);
- აღირიცხოს შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კომპანია მედიასტრიმისთის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ.ქათამაძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
