საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2015 11:44
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის
№ 3/2857-15, 13.05.15), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის (“SOPHIA”, ”KETEVANI”, “CARPE DIEM”, “VEGA”, “GAGRA SURVEY”, “DENIZ ANA-3”, “ABDULKADIR OGULLARI” და “C-00742”) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47'-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “SOPHIA”, ”KETEVANI”, “CARPE DIEM”, “VEGA”, “GAGRA SURVEY”, “DENIZ ANA-3”, “ABDULKADIR OGULLARI” და “C-00742”ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
ხომალდის დასახელება |
ხომალდის მფლობელი |
მინიჭებული სახმობი |
მინიჭებული MMSI |
|
1 |
SOPHIA |
სს საქართველოს მილსადენი კომპანია - საქართველოს ფილიალი |
4LOU2 |
213 419 000 |
|
2 |
KETEVANI |
სს საქართველოს მილსადენი კომპანია - საქართველოს ფილიალი |
4LOV2 |
213 327 000 |
|
3 |
CARPE DIEM |
AVENTUTE MARINE LTD |
4LOW2 |
213 150 000 |
|
4 |
VEGA |
შპს „ელდორადო“ |
4LAM2 |
213 153 000 |
|
5 |
GAGRA SURVEY |
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური’ |
4LOX2 |
213 161 000 |
|
6 |
DENIZ ANA-3 |
CENGIZ ALTUNELLI MEHMET KYIAK |
4LOY2 |
213 176 000 |
|
7 |
ABDULKADIR OGULLARI |
EYUPOGLU SU URUNLERI TURIZM INSAAT NAK.SAN TIC LTD.STI/GIRESUN TURKEY |
4LOZ2 |
213 180 000 |
|
8 |
C-00742 |
დიმიტრი რამიშვილი |
4LPF2 |
213 214 000 |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6 ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
