საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 11:09
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 წევრისგან, ხოლო კომისიის 2015 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი,ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 18 ივნისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის საფუძველზე, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 18 ივნისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;”
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებლი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
