წვდომის მენიუ

“შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 280 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 04, 2015 11:18

მიღების თარიღი მაისი 28, 2015

 “შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 1 მაისის  N243/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება “შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის განხილვის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 წევრისგან, ხოლო კომისიის 2015 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, ზეპირი მოსმენის სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება “შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2015 წლის 1 მაისის N243/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2015 წლის 9 ივნისის 13:00 საათი.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე და 105-ე მუხლების, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება “შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“  წინააღმდეგ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 1 მაისის  N243/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 9 ივნისს, 13.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აცნობოს შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ და შპს „გაზეთი ბათუმელებს“ ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის თაობაზე;

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზედ გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             მ.ქათამაძე

კომისიის წევრები                                                                 კ.ბექაური                                                                                                                                           გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები