საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2015 10:57
მიღების თარიღი მაისი 28, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის
№35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 28 მაისის №35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 28 მაისის №35 სხდომის დღის წესრიგის მე–2 საკითხი (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ), სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მქონე კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო, გადატანილ იქნეს 2015 წლის 29 მაისის N36 სხდომის დღის წესრიგის პროექტში; მე–10 საკითხი (შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ) გადატანილ იქნეს 2015 წლის 04 ივნისის (16:00 საათი) დღის წერიგის პროექტში, ხოლო მე–12 (სს „სილქნეტის“ საჩივრის განხილვის შესახებ) საკითხი გადატანილ იქნეს 2015 წლის 11 ივნისის (16:00 საათი) სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2015 წლის 28 მაისის №35 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№35 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 28 მაისი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- სს „ქართუ ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სს”Hualing international special economic zone”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის
დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი); - სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთესთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “მერსინ ტურიზმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”სუპერ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსისთვის“ ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „გ.ს.ი. ტექნოლოგიასა“ და შპს „მობიტელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
