წვდომის მენიუ

შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: 29 / 6

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2015 15:32

მიღების თარიღი იანვარი 16, 2015

შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/525-14, 28.11.2014წ.) მიმართა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღამ”  კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრამდე, კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №40/1 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

გორის ანძა

44E03; 42N02

140

101.5

1

45

2

ქუთაისის ანძა

42E44; 42N17

100

107.4 

2

55

3

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

50

103.6

1

40

4

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

100

101.5

0.5

25

5

თელავი

45E29; 41N55

35

106.0

0.5

40

6

ბორჯომის ანძა

43E22; 41N49

30

107.4

0.25

20

7

ბაკურიანი

43E31; 41N44

20

107.0

0.025

10

8

ახალქალაქის         ანძა

43E25; 41N21

60

107.4

0.5

35

9

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

104.6

0.25

25

10

ფასანაური

44E41; 42N21

 30

107.4

0.25

20 

11

გუდაური

44E53; 42N20

 30

101.6

0.025

 10

12

ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა

44E39; 42N39

25

107.4

0.25

20

13

დმანისის ანძა

44E13; 41N22

150

101.0

1

50

14

დ. წყაროს ანძა

46E08; 41N27

180

100.6

1

50

15

ჭიათურის ანძა

43E16; 42N17

50

107.4

0.25

35

დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ე) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიაში შეტანილი უნდა იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მიმართ ლიცენზიების მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №7/525-14, 28.11.2014წ.).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 16 დეკემბრის №698/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №10/2016-14, 03.12.14), რომელმაც შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 67,392.00 ლარი.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2015 წლის 16 იანვრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა           შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” დირექტორი მაკა ჯახუა, რომელმაც დაადასტურა კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადსახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა. მაკა ჯახუამ კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის“  განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის 4 წელზე განწილვადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ იმსჯელა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის“  წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის“  კერძო მაუწყებლობის NB75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა, ასევე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია, ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის“  წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია კერძო მაუწყებლობის NB75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის განწილვადება  3 წელზე (36 თვეზე), ყოველთვიური თანაბარი გადახდის ვალდებულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა                                                 შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის მე–4 პუნქტის და 39-ე მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის” კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიას 2015 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 იანვრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

გორის ანძა

44E03; 42N02

140

101.5

1

45

2

ქუთაისის ანძა

42E44; 42N17

100

107.4 

2

55

3

ზუგდიდის ანძა

41E52; 42N30

50

103.6

1

40

4

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

100

101.5

0.5

25

5

თელავი

45E29; 41N55

35

106.0

0.5

40

6

ბორჯომის ანძა

43E22; 41N49

30

107.4

0.25

20

7

ბაკურიანი

43E31; 41N44

20

107.0

0.025

10

8

ახალქალაქის         ანძა

43E25; 41N21

60

107.4

0.5

35

9

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

104.6

0.25

25

10

ფასანაური

44E41; 42N21

 30

107.4

0.25

20 

11

გუდაური

44E53; 42N20

 30

101.6

0.025

 10

12

ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა

44E39; 42N39

25

107.4

0.25

20

13

დმანისის ანძა

44E13; 41N22

150

101.0

1

50

14

დ. წყაროს ანძა

46E08; 41N27

180

100.6

1

50

15

ჭიათურის ანძა

43E16; 42N17

50

107.4

0.25

35

დ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.

3. შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღა”ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ)  არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღის”კერძო მაუწყებლობის №B75 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 67,392.00 (სამოცდაშვიდი ათას სამასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 67,392.00 (სამოცდაშვიდი ათას სამასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 თებერვლამდე;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 მარტამდე;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 აპრილამდე;

1,872.00  ლარი – 2015 წლის 16 მაისამდე;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 ივნისამდე;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 ივლისამდე;

1,872.00  ლარი – 2015 წლის 16 აგვისტომდე;

1,872.00  ლარი – 2015 წლის 16 სექტემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2015 წლის 16 ოქტომბრამდე;

1,872.00 ლარი – 2015 წლის 16 ნოემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2015 წლის 16 დეკემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 იანვრამდე;

1,872.00  ლარი – 2016  წლის 16 თებერვლამდე;

1,872.00 ლარი – 2016 წლის 16 მარტამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 აპრილამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 მაისამდე;

1,872.00 ლარი – 2016 წლის 16 ივნისამდე;

1,872.00 ლარი – 2016 წლის 16 ივლისამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 აგვისტომდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 სექტემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 ოქტომბრამდე;

1,872.00  ლარი – 2016 წლის 16 ნოემბრამდე;

1,872.00 ლარი – 2016 წლის 16 დეკემბრამდე;

1,872.00 ლარი – 2017 წლის 16 იანვრამდე;

1,872.00 ლარი – 2017 წლის 16 თებერვლამდე;

1,872.00 ლარი – 2017 წლის 16 მარტამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 აპრილამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 მაისამდე;

1,872.00 ლარი – 2017 წლის 16 ივნისამდე;

1,872.00 ლარი – 2017 წლის 16 ივლისამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 აგვისტომდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 სექტემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 ოქტომბრამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 ნოემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2017 წლის 16 დეკემბრამდე;

1,872.00  ლარი – 2018 წლის 16 იანვრამდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელე-რადიო კომპანია “მწვანე ტალღისთვის”გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), ე) ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე–4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები