საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2015 13:39
მიღების თარიღი მაისი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 29 მაისის №36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ კომისიის 2015 წლის 28 მაისის N282/17 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 29 მაისის №36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2(ორი) საკითხი:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2015 წლის 29 მაისის №36 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№36 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 29 მაისი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის ხარჯების, საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების და ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი.აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. ა.ღლონტი - ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- კომისითბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის №3/3516-13 გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015–2017 წლების საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განხილვის და დამტკიცების შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი – სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი).
