საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2015 15:19
მიღების თარიღი მაისი 29, 2015
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (სამინისტროს საქვეუწყებო დეპარტამენტი), კომისიას მიმართა განცხადებით №10/3/7-530ს, 20.03.15, ამავე განცხადებაში განსაზღვრული პარამეტრებით ქ.თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისიის მიერ, მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა მისანიჭებელი რადიოსიხშირეები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად ქ.თბილისში და საქართველოს ტერიტორიაზე მისი საქვეუწყებო ერთეულის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, სიხშირეები თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;
- წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
- სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
- აღირიცხოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს (თ.ძაგნიძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;
- გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
