საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2015 18:48
მიღების თარიღი მაისი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული კომისიის 2014 წლის ანგარიშის საჯარო განხილვა 2015 წლის 29 მაისს კომისიის სხდომაზე გაიმართა. ინფორმაცია კომისიის 2015 წლის 29 მაისის სხდომის დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ანგარიშის განხილვაში.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2014 წლის ანგარიში;
2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2014 წლის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს კომისიის 2014 წლის ანგარიში ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიი წევრები: კ. ბექაური
გ. ფრუიძე
მ. ქათამაძე
