წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015–2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 296 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2015 17:18

მიღების თარიღი მაისი 29, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015–2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით  განსაზღვრული ვალდებულებებისა  და სატელეკომუნიკაციო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიმართულების - ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის ევრო-რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ეფექტურად შესრულების მიზნით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ შემუშავდა კომისიის 2015-2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განმასზღვრელი დოკუმენტი, რომელიც 2015 წლის 22 მაისს საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge)

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო სექტორში მომხმარებლების, მომსახურების მიმწოდებლების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით არსებულ ტენდენციებს, ეყრდნობა  სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ევროკავშირის ფარგლებში დანერგილ რეგულირების საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც   ორიენტირებულია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სექტორებში  კონკურენციის უზრუნველყოფის, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ხელშეწყობის, ბაზარზე შეცვლილი  მოთხოვნების შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსის მართვის, მომხმარებლების უფლებების დაცვის, მათ შორის უნივერსალური მომსახურების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე  ეკვივალენტური წვდომის უზრუნველყოფის, პერსონალური მონაცემების  დაცვის, ინტერნეტის ღია და ნეიტრალური ხასიათის შენარჩუნების,  ქსელების უსაფრთხოების, რადიომოწყობილობების  სტანდარტებთან შესაბამისობისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის  2015-2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარატმენტს გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge)   გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს კომისიის 2015-2017 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების  შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის (ყოველწლიურად)  შემუშავება და კომისიისათვის წარდგენა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6)  ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     ვ.აბაშიძე 

კომისიის წევრი                                                                                                    მ. ქათამაძე

 კომისიის წევრი                                                                                                   გ. ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                                                    კ. ბექაური

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები