წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 297 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2015 17:54

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 04 ივნისის №37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 04 ივნისის №37 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი

 

          ქ. თბილისი                                                                2015  წლის 04 ივნისი, 13:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“–ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. ერთი მხრივ, შპს „ტელეკომპანია რიონსა“ და მეორე მხრივ, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“–ს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები