წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 298 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2015 14:00

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“, სადაც სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია საჩივარი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვს“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ დეკლარაციის მიღებასა და ეთერში გამოქვეყნების დავალდებულების თაობაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთერში გადაიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის სრული ვიდეო ჩანაწერი, სადაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორის ქალბატონ თამარ ღვინიანიძის ნებისმიერ გამოსვლას წითელი ასოებით ახლდა წარწერა „ცრუ ინფორმაცია“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ქმედებით ზიანი მიადგა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ ჟურნალისტმა ალეკო გვეტაძემ გააკეთა შეურაცხმყოფელი დასკვნა, რომ  „რიონი განვითარების იმავე დონეზე დარჩა, როგორც იყო წლების წინ“. როგორც შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ მიიჩნევს, ამით კიდევ ერთხელ ზიანი მიადგა ტელერადიოკომპანიის იმიჯს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 თებერვლის წერილით (N15-15-2015) ტელერადიოკომპანია რიონის დირექტორმა მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს, როგორც ხონის ასევე ქუთაისის მისამართზე და მოითხოვა თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული წერილი ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 20 თებერვალს. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სგან პასუხი მიიღო 2015 წლის 14 მარტს, საიდანაც ირკვევა, რომ 10 მარტს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭომ განიხილა ტელერადიოკომპანია რიონის საჩივარი და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ უცნობებია შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ საჩივრის განხილვის თარიღი და არ გადაუგზავნია ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 16 მარტს N25-15 წერილით შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს, მოითხოვა თვითრეგულირების საბჭოს სხდომის ოქმი და საკითხის განხილვა სააპელაციო კომისიაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული პასუხი შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ არ მიუღია.

მ ო თ ხ ო ვ ნ ა:

კომისიამ განიხილოს საკითხი, დაუდასტუროს შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დარღვევის ფაქტი და მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ, რომელსაც შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“ გადასცემს საკუთარ ეთერში 5 დღის ვადაში;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 1 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები ნანა თოშხუა და ალეკო გვეტაძე და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე.

კომისიის სხდომაზე თამარ ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 24 აპრილს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ თანამშრომელმა, ლუდმილა ჩაკვეტაძემ ჩაიბარა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება N001, რომელიც, როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, გაგზავნილ იქნა 21 აპრილს და რომლითაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ ეცნობა, რომ 2015 წლის 16 აპრილს დაინიშნა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო კომისიის სხდომა ჩატარდებოდა 2015 წლის 25 აპრილს. თამარ  ღვინიანიძის განცხადებით იმის გამო, რომ 25 აპრილს ვერ შეძლებდა სააპელაციო კომისიის სხდომაზე დასწრებას ქ.ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გამო, რომელთან შეხვედრაზეც იგი იყო მიწვეული, იგი დაუკავშირდა ქალბატონ ნანა თოშხუას და უთხრა, რომ ვერ შეძლებოდა სააპელაციო კომისიის სხდომაზე დასწრებას. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა რომ სააპელაციო კომისიის სხდომის ჩატარება-არჩატარების შესახებ მას ინფორმაცია დღემდე არ მიუღია და არც სხდომის ოქმი ჩაბარებია. თამარ ღვინიანიძემ დამატებით აღნიშნა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის წევრი არის ქრისტინე ქარჩხაძე, რომელიც ამავდროულად არის შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს თანამშრომელი და თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ეთიკის საბჭოს წევრი, რასაც ადასტურებს როგორც ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება N001, ასევე სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება N001, რომლებსაც ხელს აწერს ქრისტინე ქარჩხაძე; შესაბამისად, თამარ ღვინიანიძის განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ ასევე დარღვეულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.

კომისიის სხდომაზე ქალბატონმა ნანა თოშხუამ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარს. მან აღნიშნა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭომ დადგენილ ვადაში განიხილა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი და უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა იგი. შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-მ ასევე წარმოებაში მიიღო შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სააპელაციო საჩივარი. როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სააპელაციო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ჯიქიამ მოუცლელობის გამო უარი განაცხადა როგორც სააპელაციო კომისიის თავმჯდომარეობაზე, ასევე წევრობაზეც. შესაბამისად, დამტკიცდა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე, ჩატარდა სააპელაციო კომისიის სხდომა და დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ საჩივრის განხილვის ადგილი და თარიღი, თუმცა 2015 წლის 25 აპრილის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე არ გამოცხადებულა; შესაბამისად, ნანა თოშხუას განცხადებით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ სრულად იქნა დაცული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნანა თოშხუამ აღნიშნა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის პირველი მაისის N244/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად, დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წინააღმდეგ, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის მიზნით; აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2015 წლის 14 მაისს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე.

                         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 14 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს და შპს „ტელეკომპანია რიონის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

                         ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლმა ქალბატონმა თამარ ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 13 მაისს ჩაბარდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წერილი, რომელსაც თანდართული ჰქონდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ნანა თოშხუა და სალომე ბრეგაძე. თამარ ღვინიანიძის განცხადებით აღნიშნული სხდომის ოქმი უცნობია მისთვის, ვინაიდან მანამდე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილ იქნა ეთიკის საბჭოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება N001 რომელსაც ხელს აწერენ ნანა თოშხუა, ქრისტინე ქარჩხიძე, ირაკლი მაღლაფერიძე და თათია ახვლედიანი. თამარ ღვინიანიძის განცხადებით შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ სურს აღიაროს საჩივრის განხილვის ვადების დარღვევის ფაქტი და კომისიაში წარმოადგენს ცრუ ოქმებს. თამარ ღვინიანიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მას 2015 წლის 14 მარტს ჩაბარდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება N001, მან 2015 წლის 16 მარტს საჩივარი შეიტანა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიაში. თამარ ღვინიანიძის განცხადებით, 2015 წლის 24 აპრილს ჩაბარდა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება N001, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო კომისიამ 2015 წლის 16 აპრილს დაინიშნა სააპელაციო კომისიის ახალი თამჯდომარე და ამ მიზეზით საკითხის განხილვა გაიმართებოდა 2015 წლის 25 აპრილს; ქალბატონი თამარის განცხადებით აღნიშნული დოკუმენტაციის მიღების შემდეგ იგი დაუკავშირდა შპს „მეგა ტვ“-ს წარმომადგენელს ქალბატონ ნანა თოშხუას და აცნობა, რომ ვერ დაესწრებოდა 25 აპრილის სხდომას და საკითხი განეხილათ მისი მონაწილეობის გარეშე. ქალბატონი თამარ ღვინიანიძის განცხადებით, 2015 წლის 25 აპრილს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიამ განიხლია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სააპელაციო საჩივარი და მიიღო გადწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ქალბატონ თამარს მიაჩნია, რომ შპს “დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ დარღვეულია როგორც საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, ასევე სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარეც არ შეესაბამება სინამდვილეს.

                         კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წარმომადგენელმა ქალბატონმა ნანა თოშხუამ განაცხადა, რომ კომპანიას არ დაურღვევია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი ვადები, როგორც ეთიკის საბჭოს, ასევე სააპელაციო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა განხორციელდა დადგენილ ვადებში, კერძოდ, ეთიკის საბჭოს მიერ საკითხის განხილვა მოხდა 2015 წლის 4 მარტს, ხოლო სააპელაციო კომისიამ ასევე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ვადებისა და პროცედურების შესაბამისად, 2015 წლის 16 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება N001, რომლის შესაბამისადაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა 15 დღით და საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 აპრილს 16:00 საათზე. ქალბატონი ნანა თოშხუას განცხადებით, ეს განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 16 აპრილს დაინიშნა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე - რობინზონ ხურცილავა და კომისიის წევრებთან ერთად მას ესაჭიროება დამატებითი დრო საკითხის შესასწავლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნანა თოშხუას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ სანქციის ან დეკლარაციის გამოყენების საფუძველი.

                         კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 14 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 21 მაისის სხდომა ვერ ჩატარდა კომისიაში კვორუმის არ არსებობის გამო, შესაბამისად, განსახილველი საკითხი, კომისიის 2015 წლის 22 მაისის N269/22  გადაწყვეტილებით გადატანილ იქნა 2015 წლის 28 მაისს 16:00 საათზე, ხოლო კომისიის 28 მაისის N271/17 გადაწყვეტილებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კვლავ კვორუმის არ არსებობის გამო, საკითხი გადატანილ იქნა 2015 წლის 4 ივნისს 13:00 საათზე.

                         კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 4 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წარმომადგენელი ქალბატონი ნანა თოშხუა და შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელი ქალბატონი თამარ ღვინიანიძე.

                         კომისიის 2015 წლის 4 ივნისის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ ღვინიანიძემ მოხსნა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ დეკლარაციის დავალდებულების მოთხოვნა და მოითხოვა ტელეკომპანიის მიმართ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება.

                         კომისია, აღნიშნავს, რომ განსახილველ სკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპატამენტის დასკვნა (20.05.2015 Nშ-10/3140-15) სადაც აღნიშნულია შემდეგი:

2015 წლის 19 თებერვლის წერილით (N15-15-2015) შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს, როგორც ხონის ასევე ქუთაისის მისამართზე და მოითხოვა თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვა. წერილი შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ხონის მისამართზე ჩაბარდა 2015 წლის 20  თებერვალს, ხოლო ქუთაისის მისამართზე 2015 წლის 24 თებერვალს.

საჩივრის განხილვის თაობაზე, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სგან პასუხი (2015 წლის 10 მარტის წერილი) შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიიღო 2015 წლის 14 მარტს; შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს 2015 წლის 10 მარტის წერილიდან  ირკვევა, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭომ განიხილა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარი და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორის თამარ ღვინიანიძის განცხადებით შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ უცნობებია შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ საჩივრის განხილვის თარიღი და არ გადაუგზავნია ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი. ეთიკის საბჭოს N001 გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე ნანა თოშხუა და საბჭოს წევრები ქრისტინე ქარჩხიძე, ირაკლი მაღლაფერიძე და თათია ახვლედიანი;

 

კომისიაში შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 4 მარტის ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი N01, საიდანაც ირკვევა, რომ ეთიკის საბჭოს მიერ საკითხის განხილვა მოხდა 2015 წლის 4 მარტს.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მოწვეული ჰყავდა საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული მხარე, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“.

კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება  მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი. საჩივრები განიხილება დროულად, გონივრულ  ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 21 დღეზე მეტი ვადა, მაუწყებელი ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს.

კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-11 მუხლის შესაბამისად,საჩივრისგანხილვისასმაუწყებელმა (სააპელაციოორგანომ) უნდაუზრუნველყოსყველადაინტერესებულიპირისდასწრება. საჩივართან და სააპელაციო საჩივართან აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს.“

შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს 2015 წლის 4 მარტის  სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის ეთიკის საბჭოს მიერ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვა მოხდა 2015 წლის 4 მარტს, შესაბამისად,  ეთიკის საბჭოს მიერ საჩივრის ვადების დარღვევით განხილვა არ დასტურდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული მხარე, შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ არ ყოფილა მიწვეული ეთიკის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ უზრუნველყვია დაინტერესებული მხარის დასწრება და მონაწილეობა საკითხის განხილვაში, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-11 მუხლის მოთხოვნები;

ადმინისტრაციულ წარმოებისას კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, 2015 წლის 16 მარტს N25-15 წერილით შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორს და მოითხოვა თვითრეგულირების საბჭოს სხდომის ოქმი და საკითხის განხილვა სააპელაციო კომისიაში.

2015 წლის 16 აპრილს, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N001, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან 2015 წლის 16 აპრილს დაინიშნა სააპელაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე - რობინზონ ხურცილავა და კომისიის წევრებთან ერთად მას ესაჭიროება დამატებითი დრო საკითხის შესასწავლად, მიზანშეწონილია სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელება 15 დღით. შესაბამისად, საჩივრის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 აპრილს 16:00 საათზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაეგზავნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ და ჩაბარდა 2015 წლის 23 აპრილს. კომისიის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო კომისიის სხდომის ჩატარების თარიღი და მან აცნობა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წარმომადგენელს, ქალბატონ ნანა თოშხუას, რომ ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას და ისიც განუმარტა, რომ საკითხი შეეძლოთ განეხილათ მისი დასწრების გარეშე.

სააპელაციო კომისიის 2015 წლის 16 აპრილის N001 გადაწყვეტილებას ხელს აწერენ სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე რობინზონ ხურცილავა და კომისიის წევრები ქრისტინე ქარჩხიძე და ლია კოპალიანი.

როგორც კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, სააპელაციო კომისიის სხდომა ჩატარდა 2015 წლის 25 აპრილს და სააპელაციო კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სააპელაციო საჩივარი.

კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო ორგანო  ვალდებულია უზრუნველყოს  გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა სააპელაციო ორგანო  ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება  ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ დაცულია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნა საჩივრის განხილვის ვადის გაზრდის თაობაზე.

კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო  ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები,  არუნდაჰქონდეთმონაწილეობამიღებულიგასაჩივრებული  გადაწყვეტილებისმიღებაში.

შენიშვნა:

კომისიაში შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად:

1. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორის 2015 წლის 02 იანვრის N001-2015 ბრძანების შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 2015 წლისთვის განისაზღვრა შემდეგნაირად:

ნანა თოშხუა - თავმჯდომარე, ჟურნალისტი;

ქრისტინე ქარჩხიძე - წევრი, ჟურნალისტი;

ირაკლი მაღლაფერიძე - წევრი, ჟურნალისტი;

თათია ახვლედიანი - წევრი;

2. შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორის 2015 წლის 15 აპრილის  N002-2015 ბრძანების შესაბამისად, ტელეკომპანიის სააპელაციო კომისიის შემადგენლობა 2015 წლისთვის განისაზღვრა შემდეგნაირად:

რობინზონ ხურცილავა - თავმჯდომარე, იურისტი ადვოკატი;

ქრისტინე ქარჩხიზე - წევრი ჟურნალისტი;

ლია კოპალიანი - წევრი პედაგოგი;

3. შპს „დამოუიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორის 2015 წლის 20 აპრილის N003-2015 ბრძანების შესაბამისად, შევიდა ცვლილება დირექტორის 2015 ლწის 15 აპრილის N002-2015 ბრძნებაში და კომისიის წევრი ქრისტინე ქარჩხიძე შეიცვალა ამბროსი თვალოძით.

2015 წლის 20 აპრილამდე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის წევრი იყო ქალბატონი ქრისტინე ქარჩხიძე, რომელიც იმავდოულად იყო შპს “დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭოს წევრი; შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტ“-ს მიერ ამ პერიოდში ირღვეოდა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა (მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ სააპელაციო საჩივრის არსებით განხილვაში ქრისტინე ქარჩხიძის მონაწილეობა, მისი სხვა პირით შეცვლის გამო).

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით აღნიშნავს შემდეგს:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს,  ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ,  მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს არ უზრუნველყვია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლების მოწვევა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ეთიკის საბჭოში საკითხის განხილვის დროს (აღნიშნული კომისიის სხდომაზე დაადასტურა ასევე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს წარმომადგენელმა ქალბატონმა ნანა თოშხუამ) და შესაბამისად, ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა დაინტერესებული მხარის, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მონაწილეობის გარეშე, რაც კომისიის აზრით, განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი, გათვალისწინებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ ასევე არის ისიც, რომ სააპელაციო  ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები, არუნდაჰქონდეთმონაწილეობამიღებულიგასაჩივრებული  გადაწყვეტილებისმიღებაში. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად უტყუარად დასტურდება, რომ 2015 წლის 16 აპრილის მდგომარეობით (ანუ იმ პერიოდში, როდესაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ წარდგენილ იყო საჩივარი შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიაში) შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს სააპელაციო კომისიის წევრი იყო ქალბატონი ქრისტინე ქარჩხიძე, რომელიც იმავდოულად იყო შპს “დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს ეთიკის საბჭოს წევრი; გასათვალისწინებელია, ასევე, რომ მან მონაწილეობა მიიღო სააპელაციო კომისიის მიერ 2015 წლის 16 აპრილის N001 გადაწყვეტილების მიღებაში, როდესაც შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა 15 დღით და ჩაინიშნა 2015 წლის 25 აპრილს 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ თავად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თვითრეგულირების მექანიზმის პირველი ინსტანციის წევრი იმავდროულად არის ამავე მაუწყებლის სააპელაციო ორგანოს წევრი, ბუნებრივად გამორიცხავს მის მონაწილეობას სააპელაციო ორგანოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მას მუდმივად თვითაცილების რეჟიმში აყენებს. აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ გამორიცხავს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „დამოუიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს დირექტორის 2015 წლის 20 აპრილის N003-2015 ბრძანების შესაბამისად,  ცვლილება შევიდა ტელეკომპანიის დირექტორის 2015 წლის 15 აპრილის N002-2015 ბრძნებაში და სააპელაციო კომისიის წევრი ქრისტინე ქარჩხიძე შეიცვალა ამბროსი თვალოძით, შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ აღმოფხვრილია დარღვევა თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო კომისიაში პირველი ინსტანციის კომისიის წევრის მონაწილეობის ნაწილში, რაც დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ქმედების  დავალდებულების საჭიროებას აღარ ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდეელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის არსებობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა წარმოადგენს აღნიშნული მექანიზმის ფუნქციონირებისა და შესაბამისად მაუწყებლის თვითშეზღუდვის მნიშვნელოვან წინაპირობას, კომისიას დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და კ) ქვეპუნქტების, მე-14 მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა ტვ“-ს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალო კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სთვის დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე მონაცემების კომისიის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ“-სთვის;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტორლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                   გ.ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები