წვდომის მენიუ

შპს „ჯორჯია მანგანეზის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 309 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 12:53

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

შპს „ჯორჯია მანგანეზის“  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

 

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია მანგანეზმა“   კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1551-15, 31.03.15),    ქ.ზესტაფონი   -   ს.კინოთი  -   ქ.ჭიათურა      მონაკვეთებზე      ამავე

განცხადებაში განსაზღვრული კოორდინატებით რადიოსარელეო ხაზის ასაგებად და ფუნქციონირებისთვის, 17 გჰც დიაპაზონში ორი სიხშირის  (სიხშირული წყვილის თითოეული ზოლის სიგანით  28მჰც) მინიჭების მოთხოვნით  და მეორე  განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1959-15, 16.04.15)  დამატებით მეორე სიხშირული წყვილის მინიჭების საჭიროების შესახებ.

     კომისიის მიერ, შპს „ჯორჯია მანგანეზის“ მიერ  მოთხოვნილ მონაკვეთებზე  რადიოსარელეო ხაზის ასაგებად და ფუნქციონირებისთვის,  17 გჰც სიხშირულ დიაპაზონში, არხების განაწილების სიხშირული გეგმის (ETSI Channel Allokations 18 GHz, 27.5MHz. 1010 MHz Tx-Rx Cpacing) შესაბამისად  შერჩეულ იქნა  ch 13 – ( 18057.5 მჰც და 19067.5 მჰც)  და  ch 14 - ( 18085 მჰც და 19095 მჰც) -ით განსაზღვრული,  27.5 მჰც სიხშირული ზოლის სიგანის მქონე  ორი სიხშირული წყვილი,  ქ.ზესტაფონი - ს.კინოთი   და    ს.კინოთი -  ქ.ჭიათურის   მონაკვებზე  გამოყენებისთვის.   

       კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

        „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო    მოსაკრებელი,    რომელიც      ერთ        სიხშირეზე    შეადგენს     500    ლარს  და

 ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რაც  კომისიამ,  2015 წლის 06 მაისს წერილით №06/690-15  აცნობა შპს „ჯორჯია მანგანეზს“  და ამავე წერილით მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   2000 ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე)     საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/690-15, 06.05.15 წ.), რომელიც ჩაბარდა შპს „ჯორჯია მანგანეზს“  07.05.2015 წელს.

      კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი)  არ წარმოუდგენია.

      კომისია   აღნიშნავს, რომ   საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე  მუხლისმე-5 ნაწილის   შესაბამისად,    თუ     დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი  არ  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.განუხილველად დარჩეს  შპს „ჯორჯია მანგანეზის“ განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1551-15, 31.03.15 და №შ-7/1959-15, 16.04.15)  სიხშირის მინიჭების თაობაზე;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6)  ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის შპს „ჯორჯია მანგანეზისთვის“     ჩაბარებისთანავე. 

   კომისიის    თავმჯდომარე                                                                                      ვ.აბაშიძე                                                               

   კომისიის წევრი                                                                                                         ე.ასანიძე

   კომისიის    წევრი                                                                                                      კ.ბექაური

   კომისიის    წევრი                                                                                                      გ.ფრუიძე             

  კომისიის       წევრი                                                                                                         მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები