წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 31 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2015 12:03

მიღების თარიღი იანვარი 22, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის  22 იანვრის №03 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის  22 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1(ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2015 წლის  22 იანვრის №03 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№03 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2015  წლის 22 იანვარი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №03 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2. შპს “ტრანსფორდისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური   დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს.  ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3. შპს ”უნივერსალური მომსახურების ცენტრი-607”-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4. შპს ”ვ. დ. კაპიტალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.   სს,,სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6.   შპს „ჯიმობაილისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

7.   შპს „ჯიმობაილისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

8.   შპს „ჯიმობაილისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში  ვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები