წვდომის მენიუ

შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსსისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 314 / 15

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 11:48

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

 

შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსსისთვის”  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ

 

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (20.05.2015 №7/3191-15) მიმართა  შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსმა“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის გამოყოფის თაობაზე.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

        B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

        -   საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

     კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა  დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC)  სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU-ს) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებ­ლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ  შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.

        კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსს” უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი 3-246-6 (8118) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და  კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს „ჯოდო ტელექომუნიქეიშენსს”, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU-ს) მიერ Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილი საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) შემდეგი ფორმატით: 3-246-6 (8118) საერთაშორისო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

2.  ეცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირს (ITU)  შპს ”ჯოდო ტელექომუნიქეიშენისთვის”  საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) 3-246-6 (8118) გამოყოფის თაობაზე, მისი  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.          

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრები:                                                               ელისო ასანიძე

                                                                                                       კახი ბექაური                                                                                               

                                                                                                       გიორგი ფრუიძე

                                                                                                      მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები