შპს „მზე“-ს (ს/კ 412679141) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ალიონი“-ს (ს/კ 412707030) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 16, 2015 13:23
მიღების თარიღი ივნისი 04, 2015
შპს „მზე“-ს (ს/კ 412679141) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „ალიონი“-ს (ს/კ 412707030) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 14 აპრილის წერილით მიმართა შპს „მზემ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1859-15 14.04.2015), შპს „მზის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების (რესივერები, სიგნალის გამაძლიერებლები, უწყვეტი კვების წყარო, აკუმულატორები, სიგნალის გამყოფები, კოაქსიალური კაბელები, პერსონალური კომპიუტერი) შპს „ალიონის“ (ს/კ 412707030) მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მზე“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
|
B.F.4.მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „მზის“ მიერ 2015 წლის 14 აპრილის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1859-15 14.04.2015) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
|
- კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - შპს „მზის“ დირექტორის, დამფუძნებელის და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - შპს „მზის“ დამფუძნებელთა კრების ოქმები; - შპს „მზის“ შემოსავლების შესახებ; - შპს „მზის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ; - შპს „მზის“ კუთვნილი სატელეფონო ნომრის ამონაწერი (აბონენტების გაფრთხილება); - ინფორმაცია შპს „ალიონის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ; - შპს „მზის“ საოპერაციო აქტივების შესახებ.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „მზის“ (ს/კ 412679141) დამფუძნებელები არიან ფიზიკური პირები: მზევინარი სოხაძე (პ/ნ 60001061801) - წილის 80% მფლობელი და ირაკლი ხუჯაძე (პ/ნ 21001026853) - წილის 20% მფლობელი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 15 აპრილის №შ-10/1947-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „მზის“ (ს/კ 412679141) და მისი დამფუძნებლების, ფიზიკური პირების, მზევინარი სოხაძის და ირაკლი ხუჯაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ალიონმა“ ავტორიზაცია გაიარა 2015 წლის 29 აპრილს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.4.მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
შპს „ალიონის“ (ს/კ 412707030) დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ლაშა გელაშვილი (პ/ნ 60001020795). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 14 მაისის №შ-10/2922-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ალიონის“, ასევე შპს „ალიონის“ დირექტორის და წილის 100%-ის მფლობელის, ლაშა გელაშვილის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 22 აპრილის №შ-10/2275-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „მზე“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ ქუთაისში. შესაბამისად, შპს „მზის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა 208893 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 1282 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ ქუთაისში კომპანიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს „მზის“ აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა - 10,25%-ს, ხოლო ქალაქ ქუთაისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „მზის“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენდა - 12,73 %-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მზის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „ალიონის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „მზის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „ალიონის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „მზეს“, შპს „მზის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „ალიონის“ მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს "მზისათვის" ჩაბარების დღიდან; 4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს „მზისათვის“ გაგზავნა; 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
|
||||
|
|
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი კახი ბექაური კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე |
|
|||
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
