წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით

ნომერი: 318 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 11:38

მიღების თარიღი ივნისი 04, 2015

შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოაგდენს, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყბელობის სფეროში კომისიის ფუნქციას ასევე წარმოადგენს, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ასევე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერმაუწყებლობის შესახებდარეკლამის შესახებსაქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია. ამავე კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

2015 წლის 01 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალითა და (CD) დისკით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის №შ-10/2624-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიაში 2015 წლის 14 აპრილს შემოსულია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ 2015 წლის 14 აპრილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ–6/1881–15) მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ ვრცელდება შემდეგი შინაარსის რეკლამა – „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ციფრული სიგნალის მიღება, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების ტელემიმღების არსებობის შემთხვევაში, სპეციალური დეკოდერის გარეშეც არის შესაძლებელი, შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ აღნიშნულმა რეკლამამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიამ 2015 წლის 17 აპრილის წერილით N04/525–15 მიმართა შპს „მაგთიკომს“ და მოსთხოვა უკანასკნელი ორი კვირის არქივის ციფრულ მატარებელზე წარმოდგენა, ხოლო, შპს „მაგთიკომმა“ 2015 წლის 21 აპრილს (Nშ–6/2236–15) კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მთლიანი პროდუქტის ჩამონათვალი და კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად წარმოდგენის მიზნით ითხოვა კონკრეტული დროითი მონაკვეთების მითითება. კომისიამ 2015 წლის 23 აპრილის წერილით N04/579–15 მიუთითა შპს „მაგთიკომს“ კონკრეტულ დროით მონაკვეთებზე, ხოლო, შპს „მაგთიკომმა“ 2015 წლის 28 აპრილს (Nშ–12/2453–15) კომისიაში წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიაში წარმოდგენილი ჩანაწერების შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომმა“ ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლი განათავსა საკუთარ სამაუწყებლო არხზე („მაგთიჰიტი“).

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა 2015 წლის 15 აპრილს Nშ-10/1908-15 სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს შემდეგი კითხვით – შესაძლებელი იქნება თუ არა 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრული მაუწყებლობის მიღება სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშეც შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების მქონე ტელემიმღებების მეშვეობით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 16 აპრილის Nშ–10/1995–15 სამსახურებრივი ბარათით (რომელიც წარმოდგენილია კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 15 აპრილს Nშ-10/1908-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად) ირკვევა, რომ ანალოგური სატელევიზიო სიგნალის მიმღებ ტელევიზორს ციფრული სატელევიზიო სიგნალის მისაღებად სჭირდება ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა - „სეთ-თოპ ბოქსი“. „სეთ-თოპ ბოქსი“ ეთერიდან იღებს მიწისზედა სამაუწყებლო გადამცემის მიერ გადაცემულ და მიმღები ანტენიდან შემოსულ სიგნალს და გარდაქმნის მას ისეთ ფორმატში, რომ ანალოგური სატელევიზიო სიგნალის მიმღებმა ტელევიზორმა შეძლოს მისი აღქმა.  ტექნოლოგიურად „სეთ-თოპ ბოქსი“ შეიცავს სატელევიზიო ტიუნერს, ციფრული სატელევიზიო სიგნალების დემოდულატორს, დეკოდერს და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებს. ციფრული ფორმატის სამაუწყებლო სიგნალის მიღებისათვის გათვალისწინებულ თანამედროვე ტელევიზორებში, „სეთ-თოპ ბოქსის“ შემადგენელი ფუნქციონალური კვანძები უშუალოდ არის ინტეგრირებული და შესაბამისად ასეთი ტელევიზორები ციფრული სატელევიზიო სიგნალის მისაღებად „სეთ-თოპ ბოქსებს“ არ საჭიროებენ.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხი – იგულისხმება თუ არა, სარეკლამო რგოლში აღნიშნულ სიტყვებში სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე  ის შემთხვევებიც, როდესაც ასეთი სპეციალური მოწყობილობა თავად სატელევიზიო მიმღებშია (ტელევიზორში) ინტეგრირებული კომისიის შეფასებისა და განსჯის საგანი უნდა გახდეს.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ რეკლამამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს რეკლამის მომხმარებელი; კერძოდ, ის მომხმარებელი, რომელიც მომსახურებას  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისაგან იღებს (ყოველგვარი დეკოდერების გარეშე). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“  სარეკლამო რგოლს შეუძლია დააზიანოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტებიც, კერძოდ, მაუწყებლობის ტრანზიტზე ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირები, ვინაიდან „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.

ზემოაღნიშნული მასალების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 07 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსების საკითხის განხილვის მიზნით. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  14 მაისს, რის თაობაზეც შპს „მაგთიკომს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 14 მაისის სხდომის თაობაზე,  შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა 2015 წლის 07 მაისს (გზავნილის კოდი: 040023907238; კურიერის ვიზიტის თარიღი: 07.05.2015 ; ჩაიბარა: მანანა ქეცბაიამ).

2015 წლის 14 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრია ზოდელავა, კომპანიის იურისტები - ირაკლი შარაბიძე, დავით ძიძიგური და შპს „მაგთიკომის“ – „მაგთი ტვ“-ს განყოფილების უფროსი გიორგი წიქარიშვილი.  

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 14 მაისს (სხდომის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე) კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის  14 მაისის Nშ-6/2920-15 წერილი თანდართული მასალით - 1 CD-დისკი. კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი მასალის სრულყოფილად შესწავლის მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის გადადება და შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის დღედ განსაზღვრა 2015 წლის 21 მაისის, 16 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს პოზიციას „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ მიმართვის საფუძველზე კომისიაში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ სადავო სარეკლამო რგოლი ეთერში განთავსდა 2015 წლის 8 აპრილიდან, სადაც ნამდვილად არის ნახსენები, რომ სპეციალური „ციფრული დეკოდერის“ გარეშე შეუძლებელი იქნება ქართული არხების ყურება და ის, რომ ეს სიმართლეა დასტურდება თავად კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  უფროსის სამსახურებრივი ბარათითაც, სადაც ცალსახად არის მითითებული: 1) „ანალოგიური სატელევიზიო სიგნალის მიმღებ ტელევეიზორს ციფრული სატელევიზიო სიგნალის მისაღებად სჭირდება ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა - „სეთ-თოპ-ბოქსი“ და 2) „ტექნოლოგიურად „სეთ-თოპ-ბოქსი“ შეიცავს სატელევიზიო ტუნერს, ციფრული სატელევიზიო სიგნალის დემოდულატორს, დეკოდერს და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებს“. კომპანია წერილში აღნიშნავს, რომ  სარეკლამო რგოლში გამოყენებულია „ციფრული დეკოდერი“ და არა „სეთ-თოპ-ბოქსი“, ასევე არსად არის ნათქვამი, რომ ეს „დეკოდერი“ აუცილებლად უნდა იყოს  „სეთ-თოპ-ბოქსის“-ს შემადგენელი ნაწილი და რომ დეკოდერი არ შეიძლება იყოს ინტეგრირებული ტელევიზორში.

შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში ასევე აღნიშნულია, რომ  ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ დაიწყო სარეკლამო რგოლების გავრცელება, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, რომ სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწობილობა ე.წ. „სეთ-თოპ-ბოქსი“ და ამ სარეკლამო რგოლებში დეტალურად არის მოცემული თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მიერთება ტელევიზორთან (იხ. დანართი სააგენტოს რეკლამა), შესაბამისად, როგორც კომპანიის წერილშია აღნიშნული,  გაუგებარია რატომაა დასაშვები ის, რომ კომპანიის მიერ გავრცელებულმა სარეკლამო რგოლმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, როდესაც, ანალოგიური შინაარსის რეკლამა უკვე დიდი ხანია გადის სხვადასხვა მაუწყებლების ეთერში და ამასთან დაკავშირებით არცერთ არასამთავრობო თუ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ  „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლში არ კეთდება მითითება მხოლოდ „სეთ-თოპ-ბოქსის“ გამოყენების აუცილებლობაზე. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის სარეკლამო რგოლის ერთადერთ გზავნილს, მიზანს წარმოადგენს ახალი აბონენტების მოზიდვა და მათი ინფორმირება, რომ „მაგთისატში“ ჩართვის შემთხვევაში აბონენტები ეხლავე შეძლებენ ციფრული სიგნალის მიღებას, რაც სიმართლეა და არ შეიძლება ეს გზავნილი აღქმულ იქნას სხვანაირად.

შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართვაში აღნიშნულია, რომ „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულმა რეკლამამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი, ამავე აზრს იზიარებს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტიც, მეტიც მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ სარეკლამო რგოლს შეუძლია დააზიანოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტებიც, თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი და არსად ჩანს თუ კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება ეს პოზიცია. შპს „მაგთიკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ არც მაყურებლის და არც კონკურენტი კომპანიების მიერ არ გამოთქმულა რაიმე სახის პრეტენზია „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლის მიმართ, მათ შორის არც ისეთი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აბონენტებს სატელევიზიო არხებს აწვდიან დეკოდერის გარეშე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15  წერილში აღნიშნულია, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას მიაჩნია, რომ „მაგთიკომის“ მხრიდან გავრცელებულ სარეკლამო რგოლში არსად იკვეთება მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის განზრახვა და ასევე ნათელია, რომშეუძლებელია ამ რგოლმა რაიმე ფორმით დააზიანოს კონკურენტი, შესაბამისად კომპანია ითხოვს არ დაეკისროს რაიმე სახის სანქცია შპს „მაგთიკომს“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 20 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს საქმეში გასათვალისწინებლად გადაეცა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისის Nშ-10/3221-15 მიმართავა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2015 წლის  14 აპრილს კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით განსახილველად შემოვიდა „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილი (№ შ-6/1881-15; 14.04.15), რომელიც შეეხება შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ,,მაგთისატის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე არასათანადო და შეცდომაში შემყვანი რეკლამის როგორც ტექსტური, აგრეთვე, ვიდეორგოლის სახით გავრცელებას. „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ 2015 წლის 14 აპრილის Nშ-6/1881-15  წერილის თანახმად, „მაგთისატის“ სარეკლამო რგოლი შეიცავს არასწორ ინფორმაციას; კერძოდ, მასში აღნიშნულია შემდეგი ტექსტი: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს“.

კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისის Nშ-10/3221-15 მიმართვაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, ციფრული სიგნალის მიღება სპეციალური დეკოდერის (ე.წ. Set-Top-Box) გარეშეც არის შესაძლებელი, აღნიშნული რეკლამით გავრცელებულია უზუსტო ინფორმაცია, რასაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი; მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლისას აუცილებელია ასევე დადგინდეს, შპს ,,მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლი რა სახის ზეგავლენას ახდენს მომხმარებლების ცნობიერებაზე.

                მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისის Nშ-10/3221-15 მიმართვაში აღნიშნულია, რომ „მაგთისატის“ სარეკლამო რგოლი ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს არასარწმუნო რეკლამას, რომელიც შეიცავს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს საქონლის სამომხმარებლო თვისებების შესახებ. შესაბამისად, კომპანია ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის მეშვეობით მომხმარებელს ციფრული მაუწყებლობის შესახებ აწვდის არასრულ და უზუსტო ინფორმაციას, იმგვარად, რომ მომხმარებელთა უმრავლესობამ (მათ შორის იმ მომხმარებლებმაც, რომელთა ტელევიზორებსაც გააჩნიათ DVBT-2 სტანდარტის ტექნიკური მხარდაჭერა) შესაძლოა ლოგიკურად დაასკვნან, რომ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ შეძლებენ ქართული ტელეარხების მიღებას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლით მოცემულ კომპანიას გაციფრულების პროცესთან მიმართებით პირთა ნდობის, მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლისა და მომსახურების თვისებების შესახებ. შესაბამისად, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაკეთილსინდისიერრეკლამას.

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისი Nშ-10/3221-15 მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ მაგთისატის რეკლამამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მომხმარებელთა გადაწყვეტილებაზე - ისარგებლონ „მაგთისატის“ მომსახურებით იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ ტელევიზორს გააჩნია DVBT-2 სტანდარტის ტექნიკური მხარდაჭერა. შესაბამისად, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს შეცდომაში შემყვან რეკლამას, რამაც, რეკლამირებადი მომსახურების შეძენის შემთხვევაში, ზედმეტი ხარჯების გაღებით, შესაძლოა ფინანსურად დააზარალოს მომხმარებელი.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისი Nშ-10/3221-15 მიმართვაში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვეკომისიისდადგენილებებიდაგადაწყვეტილებები. ხოლო, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სატელეკომუნიკაციო დარგში ავტორიზებულ პირათა ზოგად ვალდებულებას მომხმარებელთა საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე და ადგენს, რომ მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაგთისატის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებული სარეკლამო რგოლით დარღვეულ იქნა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები; აგრეთვე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი.

კომისიის 2015 წლის 21 მაისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა;  2015 წლის 21 მაისის სხდომას ესწრებოდა მხოლოდ კომისიის 2 წევრი (გ. ფრუიძე და კ. ბექაური). კომისიის პირველივე შეკრებისთანავე, 2015 წლის 22 მაისის სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 28 მაისი 13:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს „მაგთიკომს“ ( ჩაბარების თარიღი: 25.05.2015; ჩაიბარა: ელისო ჭიჭინაძემ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა 2015 წლის 22 მაისის Nშ-10/3276-15 სამსახურებრივი ბარათით მიმართა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს და გამოითხოვა სსიპ „ციფრული მაუწყბელობის სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ყველა სამაუწყებლო სარეკლამო რგოლი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, შესწავლის მიზნით. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3375-15 სამსახურებრივი ბარათით კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შესწავლისთვის გადაეცა სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თემას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 27 მაისს N03/824-15 შეტყობინებით შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა კერძოდ, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3375-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით -  1 CD დისკი, რომელიც შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა პირადად 2015 წლის 28 მაისს (გზავნილი ჩაიბარა: კომპანიის ადმინისტრაციის ასისტენტმა ელისო ჭიჭინაძემ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრია ზოდელავა, მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე, კომპანიის იურისტები ირაკლი შარაბიძე და დავით ძიძიგური.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 27 მაისს გამოგზავნილი  ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალა შპს „მაგთიკომს“ ჩაბარდა 2015 წლის 28 მაისს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული გზავნილი მათ ჩაბარდათ გვიან, კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს გაცნობოდნენ კომისიის მიერ გამოგზავნილ საქმის წარმოების დამატებით მასალას. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე მოითხოვა დამატებითი დრო ზემოაღნიშნული მასალის შესასწავლად  და დააყენა შუამდგომლობა შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა  შპს „მაგთიკომის“ მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 04 ივნისი, 16 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2015 წლის 04 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილეები ანდრია ზოდელავა და გია კოშორიძე, მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე, კომპანიის იურისტები ირაკლი შარაბიძე და დავით ძიძიგური.

კომისიის 2015 წლის 04 ივნისის სხდომაზე, შპს „მაგთიკომის“ იურისტმა ირაკლი შარაბიძემ განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომი“ არ იზიარებს კომპანიის წინააღმდეგ შემოსულ საჩივარს, რაზეც უკვე კომისიაში წარმოდგენილი აქვთ წერილობითი პოზიცია, ხოლო, რაც შეეხება  რეკლამაში წარმოთქმულ ტექსტს - „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“ - ირაკლი შარაბიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია თუ რომელი ნაწილი არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს და რა ნაწილშია ის შეცდომაში შემყვანი, იმის გათვალისწინებით, რომ თავად კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნაშია ნათქვამი, რომ დეკოდერის გარეშე, იქნება ეს  „სეთ-თოპ-ბოქსი“ თუ სხვა მოწყობილობა, შეუძლებელია ანალოგური სიგნალი გარდაიქმნას ციფრულ სიგნალად.  შპს „მაგთიკომის“ იურისტმა აღნიშნა, რომ კომპანიის რეკლამაში ნახსენები სიტყვა - „დეკოდერის“, და არა „სეთ-თოპ-ბოქსის“ ან სხვა მოწყობილობის, გამოყენებით რეკლამაში უბრალოდ ხაზი გაესვა იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმისათვის, რომ მივიღოთ ციფრული სიგნალი საჭიროა ანალოგური სიგნალის გარდაქმნა რომელიმე ზემოთხსენებული მოწყობილობის მეშვეობით. ირაკლი შარაბიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისად, ზემოაღნიშნული არ არის ტყუილი, რაც ასევე დასტურდება კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნით. შპს „მაგთიკომის“ იურისტმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული რეკლამის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ კომპანიას გაეყიდა თავისი პროდუქცია, მომხმარებელს სცოდნოდა ის, რომ მაგთისატი უკვე არის ციფრული მაუწყებელი და შესაბამისად თუ მომხმარებელს სურს ჩაერთოს მაგთისატში, მას არ დასჭირდება არანაირი დეკოდერი ან  სხვა მოწყობილობა.  ირაკლი შარაბიძემ აღნიშნა, რომ 2015 წლის 08 აპრილიდან აღნიშნული სარეკლამო რგოლი განთავსებულია სამაუწყებლო ბადეში და ასევე 2015 წლის დასაწყისიდან  თავად სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“ ავრცელებს მსგავსი შინაარსის რეკლამას, რაც დასტურდება კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებით და ასევე თავად კომისიის მიერ დამატებით მტკიცებულებად გადმოცემული მასალით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული კომერციული რეკლამა არ არის შეცდომაში შემყვანი რეკლამა და შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ არ დაურღვევია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კომისიის 2015 წლის 04 ივნისის სხდომაზე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასევე ახსნა-განმარტება გააკეთა შპს „მაგთიკომის“ იურისტმა დავით ძიძიგურმა, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ რეკლამაში არ არის ნახსენები, რომ აუცილებლად „სეთ-თოპ-ბოქსია“ საჭირო ციფრული სიგნალის მისაღებად. დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ რეკლამაში ნახსენებია დეკოდერი - მოწყობილობა რომელიც შეიძლება ჩამონტაჟებული იყოს ტელევიზორშიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ციფრული სიგნალის გარდასაქმნელად დეკოდერი აუცილებელია, ხოლო ვიზუალურად თუ როგორი უნდა იყოს დეკოდერი არ არის დადგენილი და ის რომ რეკლამაში ნაჩვენებია „სეთ-თოპ-ბოქსი“ უბრალოდ ერთერთი ვარიანტია.

2015 წლის 04 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით და ვიდეოჩანაწერით (CD), მათ შორის კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2015 წლის 14 აპრილის Nშ-6/1881-15 წერილი;  კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის სერგო შავგულიძის 2015 წლის 16 აპრილის Nშ-10/1995-15 სამსახურებრივი ბარათი;

2.   კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა  და ლიცენზიის მფლობელების უწყებრივი რეესტრების მონაცემები;

3. კომისიის 2013 წლის 19 აგვისტოს №514/1 გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომისთვის“ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“;

4.    შპს „მაგთიკომის“ კერძო მაუწყებლობის NB147 ლიცენზია;

5.  შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი 2015 წლის 14 მაისის Nშ-6/2920-15 წერილი და (CD) დისკი;

6.   მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის 2015 წლის 20 მაისის Nშ-10/3221-15 მიმართვა;

7.   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 22 მაისის Nშ-10/3276-15 სამსახურებრივი ბარათი;

8.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 27 მაისის Nშ-10/3375-15 სამსახურებრივი ბარათი დანართით - ერთი CD დისკი;

9. შპს „მაგთიკომის“ იურისტის დავით ძიძიგურის მიერ კომისიის 2015 წლის 28 მაისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

10.   შპს „მაგთიკომის“ იურისტის ირაკლი შარაბიძის მიერ კომისიის 2015 წლის 04 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

11.  შპს „მაგთიკომის“ იურისტის დავით ძიძიგურის მიერ კომისიის 2015 წლის 04 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2013 წლის 19 აგვისტოს №514/1 გადაწყვეტილებით „შპს „მაგთიკომს“ მიენიჭა კერძო მაუწყებლობის №B147 ლიცენზია და მოქმედების ვადა განესაზღვრა 2023 წლის 19 აგვისტომდე    (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა; ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე). ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტით, შპს „ მაგთიკომს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

2. შპს „მაგთიკომის“ კერძო მაუწყებლობის №B147 ლიცენზიის დანართი N2-ის ს) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

3. შპს  „მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 01.02.2010. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა;  მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. შპს „მაგთიკომი“,  როგორც მაუწყებელი, არის მაგთისატის სარეკლამო რგოლის გამავრცელებელი, ასევე, შპს „მაგთიკომი“, როგორც ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი არის „მაგთისატის“ სარეკლამო რგოლის (კომერციული რეკლამის) დამკვეთი. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია შეასრულოს, როგორც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ისე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ორივე შემთხვევაში, შპს „მაგთიკომი“, როგორც რეკლამის დამკვეთი და, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია იხელმძღვანელოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 01 მაისის  №შ-10/2624-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომმა“ საკუთარ სამაუწყებლო არხზე („მაგთიჰიტი“) განათავსა მაგთისატის  სარეკლამო რგოლი შემდეგი შინაარსით: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“;

6. შპს „მაგთიკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;

7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

8. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა  არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუქტის თანახმად, არაკეთილსინდისიერი რეკლამა არის რეკლამა, რომელიც შეიცავს რეკლამირებადი საქონლის არაკორექტულ შედარებებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქონელთან, კონკურენტის ან მესამე პირის სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით, აგრეთვე რომელსაც ფიზიკურ პირთა ნდობის ანდა მათი ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი რეკლამირებადი საქონლის თვისებების შესახებ.

10.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეცდომაში შემყვანი რეკლამა არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.

11. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;

12.  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის.

13. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი არის  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით;

14. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 21-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

15. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ამ კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით;

16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით;

17.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;

18.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო;

19. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერმაუწყებლობის შესახებდარეკლამის შესახებსაქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

20. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

 

21. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

22. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

23. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ კომერციული რეკლამა თავისი შინაარსით არის შეცდომაში შემყვანი, ვინაიდან „მაგთისატის“ რეკლამაში მიმართვა ასევე კეთდება რეკლამის იმ მომხმარებელთა მიმართაც (კერძოდ, ესენი არიან: ა) ის მომხმარებლები, რომელბიც არიან სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის აბონენტები; ბ) ის მომხმარებლები, რომელთა მიმღები მოწყობილობა (ტელევიზორი) აღჭურვილია DVBT-2 სტანდარტის ტექნიკური მხარდაჭერით; გ) მომხმარებლები, რომელებიც სამაუწყებლო სიგნალს იღებენ თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური მოწყობილობით), რომლებსაც რეალურად არ ესაჭიროებათ სპეციალური მოწყობილობა -  „დეკოდერი“ ან/და „სეთ-თოპ-ბოქსი“ ციფრული სიგნალის მისაღებად/ციფრულ სიგნალად ანალოგური სიგნალის გარდასაქმნელად, ხოლო,  აღნიშნული რეკლამის მოსმენის შემდგომ შესაძლოა დაასკვნან, რომ მათაც აუცილებლად სჭირდებათ „დეკოდერი“ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ კომერციული სარეკლამო კლიპის ტექსტი: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“ არის რეკლამის  მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი. შპს „მაგთიკომის“ კომერციული რეკლამა ასევე არაკეთილსინდისიერია, ვინაიდან რეკლამის მომხმარებლის (ფიზიკურ პირთა) ცოდნისა და გამოცდილების უკმარისობის ბოროტად გამოყენებით შეცდომაში შეჰყავს  რეკლამის  მომხმარებელი, რომელიც შესაძლოა არ ფლობდეს შესაბამის ტექნიკურ ცოდნას ციფრული სიგნალის მიღების სპეციფიკასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები. შპს „მაგთიკომის“ მიერ თავის სამაუწყებლო ბადეში (არხი: მაგთიჰიტი) არასათანადო  (შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი) კომერციული რეკლამის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი,  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 19 აგვისტოს №514/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტი და ამავე გადაწყვეტილებით მინიჭებული №B147 ლიცენზიის დანართი N2-ის ს) ქვეპუნქტი, რაც მისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს (შენიშვნა: ამ შემთხვევაში შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რეკლამის გამავრცელებელს).

კომისია განმარტავს, რომ მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). მან არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი). კომისიას გათავისებული აქვს ის გარემოებაც, რომ რეკლამის დამკვეთის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსის არასათანადო რეკლამად შეფასებისას მაუწყებელი ყოველთვის არაა დაცული შეცდომისაგან, არასწორი შეფასებისაგან და სხვ., გამომდინარე თავად არასათანადო რეკლამის დეფინიციიდან („რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი); თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „მაგთიკომის“ კომერციული რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით მას, როგორც მაუწყებელს შეეძლო და უნდა შეეფასებინა იგი როგორც სამაუწყებლო რეკლამისადმი წარდგენილი მოთხოვნების დამრღვევი, არასათანადო რეკლამა, ვინაიდან თავად წარმოადგენს ამ რგოლის დამკვეთს და მას როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, კარგად ესმის ციფრული სიგნალის მიღების თავისებურებები, კერძოდ ის რომ მომხმარებელს სპეცილური მოწყობილობის შეძენის, ასევე „მაგთისატის“ აბონენტად გახდომის გარეშეც შეუძლია ციფრული სიგნალის მიღება, სულ ცოტა სამ შემთხვევაში: ა) თუ იგი სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის აბონენტია; ბ) თუ მისი მიმღები მოწყობილობა (ტელევიზორი) აღჭურვილია DVBT-2 სტანდარტის ტექნიკური მხარდაჭერით; გ) თუ პირი სამაუწყებლო სიგნალს იღებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური მოწყობილობით (მაგ: თანამგზავრული თეფშით).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“, მეორე მხრივ, წარმოადგენს, სამაუწყებლო რეკლამის დამკვეთს, რომელზეც სრულად ვრცელდება სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. იგი ასევე არის საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირი, რომელიც ვალდებულია ასევე დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობაც. კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დაკვეთილი კომერციული რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლი არ შეიცავს მისი მომხმარებლებისათვის მის მიერ გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას („ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“  რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ღ) ქვეპუნქტი; 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი), რის გამოც მას პასუხისმგებლობა ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისათვის ვერ დაეკისრება. აქ კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული კომერციული სარეკლამო კლიპი მიმართულია არა შპს „მაგთიკომის“ მომხმარებლებზე, არამედ პოტენციურ მომხმარებელზე. ამასთან ცალსახაა, რომ შპს „მაგთიკომმა“, როგორც სამაუწყებლო რეკლამის დამკვეთმა დაარღვია რეკლამის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, როდესაც დაუკვეთა ისეთი ტიპის სარეკლამო რგოლი, რომელიც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით სამაუწყებლო რეკლამისთვის დადგენილ მოთხოვნებს არ პასუხობს და სწორედ ამის გამო წარმოადგენს არასათანადო რეკლამას („რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომს“ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რეკლამის დაკვეთისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის გამო. რეკლამის დამკვეთის პასუხისმგებლობის ზომას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 159), თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, და ეს მაშინ, როცა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის შესაბამისად სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით რეკლამის დამკვეთის მიმართ სანქციას იყენებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კომისიას,  მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ის ვერ დააკისრებს შპს „მაგთიკომს“ სანქციას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის დარღვევისათვის.

ვინაიდან, შპს „მაგთიკომის“ (როგორც მაუწყებლის) მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს „მაგთიკომი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს; მას უნდა დაევალოს  ზემოაღნიშნული არასათანადო რეკლამის საკუთარი სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება ან/და გავრცელების შეჩერება, სარეკლამო რგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანამდე, ხოლო,  შპს „მაგთიკომი“, როგორც რეკლამის  დამკვეთი, ცნობილ უნდა იქნას სამაუწყებლო რეკლამის დამკვეთისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად და მას, როგორც რეკლამის დამკვეთს, უნდა დაევალოს სხვა სამაუწყებლო არხების სამაუწყებლო ბადიდან ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის ამოღება ან/და გავრცელების შეჩერება  (ასეთი ფაქტის არსებობოს შემთხვევაში).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2, მე-3, მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-171 მუხლის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი და მე-21 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის, 33-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის, 208-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, კომისიის 2013 წლის 19 აგვისტოს №514/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტის და კერძო მაუწყებლობის №B147 ლიცენზიის დანართი N2-ის ს) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. შპს „მაგთიკომს“, როგორც მაუწყებელს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, კომისიის 2013 წლის 19 აგვისტოს №514/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ს) ქვეპუნქტის და კერძო მაუწყებლობის №B147 ლიცენზიის დანართი N2-ის ს) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომი“, როგორც რეკლამის  დამკვეთი, სამაუწყებლო რეკლამის დამკვეთისთვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების დამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად;
  3. შპს „მაგთიკომს“ დაევალოს, არასათანადო რეკლამის (შინაარსით: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“, ქრონომეტრაჟი - 00:00:27 საათი) საკუთარი და სხვა სამაუწყებლო არხების  ბადეებიდან ამოღება ან/და გავრცელების დაუყოვნებლივ შეჩერება, სარეკლამო რგოლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანამდე;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“  და  „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3, მე–4 და მე-5 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                მერაბ ქათამაძე      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები