საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2015 13:07
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 11ივნისის №41 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2(ორი) საკითხი:
ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №41 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №41 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 11 ივნისი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სს ”სმარტ რითეილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”პეისი საზღვაო სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”იმედისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მერაბ მანჯავიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ შალვა ბერიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ რევაზ ბირკაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „სტუდია ტივის“-ის (ს/ნ 202336016) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე უარის თქმის შესახებ (მომხს.დ.გოგიჩაიშვილი-კონკურენციის ხელშეწყ.დეპარტ.უფროსის მ.შ.);
- შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- ი/მ „გიორგი კოღუაშვილის“ (ს/კ 35001018649) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- სს „სილქნეტის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ერთი მხრივ, შპს „Premium Net International SRL-ის ფილიალი საქართველოში“ და, მეორე მხრივ შპს „ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
