წვდომის მენიუ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 333 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2015 17:54

მიღების თარიღი ივნისი 11, 2015

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროსთვის რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ

 

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით №53ს,28.04.15, ამავე განცხადებაში განსაზღვრული პარამეტრებით  საქართველოს ტერიტორიაზე  სამინისტროს თანამშრომელების სამსახურებრივი რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის,   რადიოსიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

     კომისიის მიერ, მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა მისანიჭებელი  რადიოსიხშირე.  

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლის,“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის  №305  დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა

  1. მიენიჭოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად რადიოსიხშირე, საქართველოს ტერიტორიაზე სამინისტროს თანამშრომელების სამსახურებრივი რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის,     ერთი წლის ვადით;
  2. წინამდებარე    გადაწყვეტილების     დანართი   ცნობილ     იქნას    ამ     გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
  3. სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული  წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი;
  4. აღირიცხოს  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის  მინიჭებული რადიოსიხშირე კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი.ხარებავა);
  5. საქართველოს    კანონმდებლობის   ცვლილების    შემთხვევაში,   საქართველოს სასჯელაღსრულებისა  და  პრობაციის      სამინისტროსთვის   რადიოსიხშირის  მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  მოქმედ  კანონმდებლობასთან;
  6. გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ       საქმეთა     კოლეგიაში     (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის ჩაბარების დღიდან  ერთი თვის ვადაში;   
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს  (თ.ძაგნიძე);
  8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე;
  9. გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                               ვ.აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                    გ.ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                            მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები