შპს „სტუდია ტივის“ (ს/ნ 202336016) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 15:53
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
შპს „სტუდია ტივის“ (ს/ნ 202336016) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 1 მაისის წერილით მიმართა შპს „სტუდია ტივიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2601-15 01.05.2015), შპს „სტუდია ტივი“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივის (კაბელები, უწყვეტი დენის წყარო, რესივერი, ელექტრონული ბლოკი, მაგისტრალური კაბელი, სათაო სადგური) შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტუდია ტივი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
|
||
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტუდია ტივი“-ს მიერ 2015 წლის 1 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2601-15 01.05.2015) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “სტუდია ტივის“ საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- შპს “სტუდია ტივის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ;
- შპს “სტუდია ტივის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- შპს "სტუდია ტივის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალის შესახებ;
- შპს "სტუდია ტივის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შემძენი კომპანიის - შპს "სუპერ ტვ"-ის დამფუძნებლის შესახებ;
- შპს "სტუდია ტივის" და შპს "სუპერ ტვ"-ის ურთიერთდამოკიდებული/ აფილირებული პირების შესახებ.
შპს “სტუდია ტივის“ წილის 100%-ის მფლობელია შპს „სუპერ ტვ“ (ს/კ 400015201). შპს “სტუდია ტივის“-ს დირექტორია გელა არავიაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს "სტუდია ტივიმ" კომისიაში დამატებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2702-15, 05.05.2015) წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია მიღებული შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რომლის თანახმადაც „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი, გივი ხორხელი წილის - 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს "სუპერ ტვ“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2835-15, 11.05.2015) კომისიაში წარმოადგინა შეტყობინება, რითაც კომპანიამ კომისიას აცნობა შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ. ასევე კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის დაფუძნების სერთიფიკატი და დოკუმენტი სადაც მითითებულია კომპანიის პარტნიორთა შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი, გივი ხორხელი წილის - 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი.
|
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის 10/3061-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, ხოლო დირექტორი ლაშა სილაგაძე (პ/ნ 49001000888). შპს “სუპერ ტვ“ (ს/კ 400015201) წარმოადგენს შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) და შპს "სტუდია ტივის" (ს/კ 202336016) 100%-იანი წილის მფლობელს. კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)"-ის და ფიზიკური პირის - ლაშა სილაგაძის (პ/ნ 49001000888) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირი ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ 01008004061) წარმოადგენს: ა) ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) გენერალურ დირექტორს და 10% წილის მფლობელს; ბ) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელს; გ)შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფიზიკური პირი გივი ხორხელი (პ/ნ 01027008770) წარმოადგენს: ა) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) დირექტორი. რაც შეეხება არჩილ თაბაგარს, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში იგი არ ფიქსირდება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით: შპს "BLACK SEA TELECOM“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"BLACK SEA TELECOM“-ი ასევე ფლობს №F49 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში; გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე; შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"ტელეკომპანია თბილისი", როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკამბრამდე; დ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დ.ა)ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ.თბილისი) დ.ბ)ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 მაისის №10/3361-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “სუპერ ტვ“-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა - 7,306,690 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 55,494 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სუპერ ტვ“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 19,6%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სუპერ ტვ“-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში, შეადგენდა - 17,5 %-ს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 მაისის №10/3361-15 სამსახურებრივი ბარათების თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში წარმოადგენს ნულოვან შემოსავალს, შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) შემოსავლებმა WiMax ტექნოლოგიის გამოყენებით 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1530 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 6 აბონენტი. შპს "ტელეკომპანია თბილისის" (ს/კ 202063818) შემოსავლებმა 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 427208 ლარი, ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,35%. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის №10/3540-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სტუდია ტივი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “სტუდია ტივის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა - 163700 ლარი (შემოსავლები ფიქსირდება 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ხოლო დანარჩენ თვეებში ფიქსირდება ნულოვანი შემოსავლები) აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 აბონენტი (2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ აბონენტების რაოდენობა არ ფიქსირდება). ამასთან ერთად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივნისის №10/3524-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “დიდგორი-2“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “დიდგორი-2“-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა - 87,956 ლარი (შემოსავლები ფიქსირდება 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ხოლო დანარჩენ თვეებში ფიქსირდება ნულოვანი შემოსავლები) აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0 აბონენტი (2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ აბონენტების რაოდენობა არ ფიქსირდება). წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 0%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “დიდგორი- 2“-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,21 %-ს. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდა იმის შესახებ, შპს „სტუდია ტივიმ“ შეუწყვიტა თუ არა სააბონენტო ხელშეკრულებები თავის აბონენტებს. შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა დ. ბერიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ დაადასტურებდა უტყუარად შპს „სტუდია ტივის“ აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადაყვანის ფაქტს. თუმცა, კომისიის ამავე სხდომაზე შემდგომ აღნიშნა, რომ შპს „სტუდია ტივის“ აბონენტები გახდნენ შპს „სუპერ ტივის“ აბონენტები და მათ შპს „სუპერ ტივი“ ემსახურება საკუთარი ქსელით და არა იმ ქსელით, რომლის შეძენასაც აპირებს შპს „სტუდია ტივისგან“. მისი განცხადებით, შპს „სუპერ ტვ“-ს სურს დაახლოებით 1900 აბონენტის მომსახურების შესაბამისი ქსელის შეძენა. დ. ბერიშვილის განმარტებით, შპს „სტუდია ტივის“ აბონენტების იძულებით გადაყვანა შპს „სუპერ ტივის“ ქსელში არ მომხდარა, მომხმარებლებს კომპანიამ შესთავაზა უკეთესი პირობები და შპს „სტუდია ტივის“ აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადაყვანა მოხდა აბონენტთა ნების საფუძველზე. კომისიის წევრების კ. ბექაურის, გ. ფრუიძისა და ე. ასანიძის აზრით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, შპს „სტუდია ტივისა“ და შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ დგინდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით შპს “სტუდია ტივი“-ს აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ში გადაყვანის ფაქტი, კერძოდ, უზრუნველყო თუ არა შპს „სტუდია ტივიმ“ ინდივიდუალური შეტყობინებით აბონენტების წინასწარი გაფრთხილება სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე და უზრუნველყო თუ არა შპს „სუპერ ტვ“-იმ შპს „სტუდია ტივის“ აბონენტების თავის ქსელში გადაყვანა, ახალ მომსახურების მიმწოდებელთან სააბონენტო ხელშეკრულების დადებაზე მათთვის ნების თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების გარეშე გამოვლენის საშუალების მიცემით. მოცემულ შემთხვევაში კი, უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მომხმარებელთა გადაწყვეტილება შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადასვლასთან დაკავშირებით (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა) წარმოადგენდა მათ ნამდვილ ნებას, არ იყო პროვოცირებული იძულებით და არ იყო განპირობებული არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით. კომისიის წევრის ე. ასანიძის აზრით, შპს „სუპერ ტვ“-იმ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით ვერ გააქარწყლა მისი საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ შპს „სუპერ ტვ“ მის ქსელში გადაყვანილ შპს „სტუდია ტივის“ აბონენტებს მომსახურებას უწევდა შპს „სტუდია ტივის“ ქსელით, კომისიისგან საოპერაციო აქტივის გადაპირებაზე თანხმობის მიღებამდე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის წევრებმა კ. ბექაურმა, გ. ფრუიძემ და ე. ასანიძემ მიიჩნიეს, რომ კომისიას უარი უნდა ეთქვა შპს “სტუდია ტივისათვის“, შპს “სტუდია ტივის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური გიორგი ფრუიძე, ელისო ასანიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე), გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. უარი ეთქვას შპს “სტუდია ტივის“, შპს “სტუდია ტივის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
|
|||||||||||||||||||||
|
|
