შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 15:58
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 1 აპრილის წერილით მიმართა შპს “დიდგორი -2“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1584-15 01.04.2015), შპს “დიდგორი-2“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის (მაგისტრალური კაბელი, გამაძლიერებლები, სალარო აპარატი, კომპიუტერი) შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დიდგორი-2“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
|
B.F.4.მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “დიდგორი-2“-ის მიერ 2015 წლის 1 აპრილის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1584-15 01.04.2015) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
|
- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის და დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის შემოსავლების შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების რაოდენობის შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ; - შპს “დიდგორი-2“-ის საოპერაციო აქტივების ჩამონათვალის შესახებ. შპს “დიდგორი-2“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტი, რომელსაც იგი ახორციელებს ქალაქ თბილისში. შპს “დიდგორი-2“-ის წილის 100%-ის მფლობელია შპს „სუპერ ტვ“. შპს “დიდგორი-2“-ის დირექტორია არავიშვილი გელა (პ/ნ 01006008316), რომელიც ამავე დროს არის შპს „სტუდია ტივის“ (ს/კ202336016) და შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ დირექტორი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დიდგორი-2“-მა კომისიაში დამატებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2700-15, 05.05.2015) წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია მიღებული შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის შესახებ. აგრეთვე, ინფორმაცია შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების შესახებ, რომლის თანახმადაც „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე - წილის 90% მფლობელი, გივი ხორხელი - წილის 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს "სუპერ ტვ“-იმ (შეტყობინება - კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2835-15, 11.05.2015) კომისიაში წარმოადგინა ცნობა შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების შესახებ. ასევე კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის დაფუძნების სერთიფიკატი და დოკუმენტი სადაც მითითებულია კომპანიის პარტნიორთა შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: ზურაბ ჩიგოგიძე - წილის 90% მფლობელი, გივი ხორხელი - წილის 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის №შ-10/3062-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს ეი)“, ხოლო დირექტორი ლაშა სილაგაძე (პ/ნ 49001000888). შპს “სუპერ ტვ“ (ს/კ 400015201) წარმოადგენს შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) და შპს "სტუდია ტივის" (ს/კ 202336016) 100%-იანი წილის მფლობელს. კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)"-ის და ფიზიკური პირის - ლაშა სილაგაძის (პ/ნ 49001000888) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. ფიზიკური პირები ზურაბ ჩიგოგიძე და გივი ხორხელი კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, წარმოადგენენ: ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ 01008004061): ა) ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) გენერალურ დირექტორს და 10% წილის მფლობელს; ბ) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელს; გ)შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელს. გივი ხორხელი (პ/ნ 01027008770): ა) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) დირექტორი. რაც შეეხება არჩილ თაბაგარს, იგი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება. კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს „სუპერ ტვ“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც; ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება; გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე; კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით: შპს "BLACK SEA TELECOM“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"BLACK SEA TELECOM“-ი ასევე ფლობს №F49 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში; ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე; შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"ტელეკომპანია თბილისი", როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკამბრამდე; დ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დ.ა)ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ.თბილისი) დ.ბ)ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის №10/1681-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “დიდგორი-2“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს “დიდგორი-2“-ს მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით შეადგინა - 87 956 ლარი, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა - 0 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 833 აბონენტი, ხოლო 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 0 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “დიდგორი-2“-ს აბონენტთა ხვედრითი წილი 2014 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 0,32%, ხოლო 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა - 0,00%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “დიდგორი- 2“-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგენდა 0,23%, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,00%-ს. ასევე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის №10/1681-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სუპერ ტვ"-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ"-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგინა - 6 709 922 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 55 365 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს „სუპერ ტვ"-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 21,04 %-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „სუპერ ტვ"-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენდა - 17,59 %-ს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 15.04.2015წ. №შ-10/1904-15 და 22.04.2015წ. №შ-10/2290-15 სამსახურებრივი ბარათების თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში წარმოადგენს ნულოვან შემოსავალს, შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) შემოსავლებმა WiMax ტექნოლოგიიდან 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1428 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 6 აბონენტი. შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) შემოსავლებმა 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 399 767 ლარი, ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,36%. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშაო დღით ადრე, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. კომისიის 2015 წლის 11 ივნისის სხდომაზე შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა ლიკა გახარიამ აღნიშნა, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდა იმის შესახებ, შპს “დიდგორი-2“-მა შეუწყვიტა თუ არა სააბონენტო ხელშეკრულებები თავის აბონენტებს. შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა დ. ბერიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ დაადასტურებდა უტყუარად შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადაყვანის ფაქტს. თუმცა, კომისიის ამავე სხდომაზე შემდგომ აღნიშნა, რომ შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტები გახდნენ შპს „სუპერ ტივის“ აბონენტები და მათ შპს „სუპერ ტივი“ ემსახურება საკუთარი ქსელით და არა იმ ქსელით, რომლის შეძენასაც აპირებს შპს “დიდგორი-2“-საგან. მისი განცხადებით, შპს „სუპერ ტვ“-ს სურს დაახლოებით 900 აბონენტის მომსახურების შესაბამისი ქსელის შეძენა. დ. ბერიშვილის განმარტებით, შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების იძულებით გადაყვანა შპს „სუპერ ტივის“ ქსელში არ მომხდარა, მომხმარებლებს კომპანიამ შესთავაზა უკეთესი პირობები და შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადაყვანა მოხდა აბონენტთა ნების საფუძველზე. კომისიის წევრების კ. ბექაურის, გ. ფრუიძისა და ე. ასანიძის აზრით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებით, შპს “დიდგორი-2“-ისა და შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ დგინდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების შპს „სუპერ ტვ“-ში გადაყვანის ფაქტი, კერძოდ, უზრუნველყო თუ არა შპს “დიდგორი-2“-მა ინდივიდუალური შეტყობინებით აბონენტების წინასწარი გაფრთხილება სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე და უზრუნველყო თუ არა შპს „სუპერ ტვ“-იმ შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტების თავის ქსელში გადაყვანა, ახალ მომსახურების მიმწოდებელთან სააბონენტო ხელშეკრულების დადებაზე მათთვის ნების თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების გარეშე გამოვლენის საშუალების მიცემით. მოცემულ შემთხვევაში კი, უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მომხმარებელთა გადაწყვეტილება შპს „სუპერ ტვ“-ის ქსელში გადასვლასთან დაკავშირებით (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა) წარმოადგენდა მათ ნამდვილ ნებას, არ იყო პროვოცირებული იძულებით და არ იყო განპირობებული არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით. კომისიის წევრის ე. ასანიძის აზრით, შპს „სუპერ ტვ“-იმ კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით ვერ გააქარწყლა მისი საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ შპს „სუპერ ტვ“ მის ქსელში გადაყვანილ შპს “დიდგორი-2“-ის აბონენტებს მომსახურებას უწევდა შპს “დიდგორი-2“-ის ქსელით, კომისიისგან საოპერაციო აქტივის გადაპირებაზე თანხმობის მიღებამდე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის წევრებმა კ. ბექაურმა, გ. ფრუიძემ და ე. ასანიძემ მიიჩნიეს, რომ კომისიას უარი უნდა ეთქვა შპს “დიდგორი-2“-ისათვის, შპს “დიდგორი-2“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური გიორგი ფრუიძე, ელისო ასანიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე), გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. უარი ეთქვას შპს “დიდგორი-2“-ს, შპს “დიდგორი-2“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემაზე; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
|
|||||||||||||||||||||
|
|
|
