ი/მ „გიორგი კოღუაშვილის“ ( ს/კ 35001018649) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2015 17:05
მიღების თარიღი ივნისი 11, 2015
ი/მ „გიორგი კოღუაშვილის“ ( ს/კ 35001018649) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს„სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა ი/მ „გიორგი კოღუაშვილმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/2521-15 30.04.2015), ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის (მაგისტრალური და სუბმაგისტრალური კაბელი, გამაძლიერებლები, რესივერები, სათაო სადგური, მაგისტრალური და სუბმაგისტრალური გამაძლიერებლები, კვების ბლოკი, სატელიტური ანტენები) შპს„სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „გიორგი კოღუაშვილი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
|
B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" მიერ წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/2521-15 30.04.2015) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" საქმიანობის და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების ჩამონათვალის შესახებ;
-ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შემძენი კომპანიის - შპს "სუპერ ტვ"-ის დამფუძნებლის შესახებ;
- ი/მ "გიორგი კოღუაშვილის" ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ი/მ „გიორგი კოღუაშვილმა" კომისიაში დამატებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2754-15, 07.05.2015) წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რომლის თანახმადაც „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი, გივი ხორხელი წილის - 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს "სუპერ ტვ“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2835-15, 11.05.2015) კომისიაში წარმოადგინა შეტყობინება, რითაც კომპანიამ კომისიას აცნობა შპს "სუპერ ტვ“-ის 100% პარტნიორის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ. ასევე კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის დაფუძნების სერთიფიკატი და დოკუმენტი სადაც მითითებულია კომპანიის პარტნიორთა შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: ზურაბ ჩიგოგიძე წილის - 90% მფლობელი, გივი ხორხელი წილის - 5% მფლობელი და არჩილ თაბაგარი - წილის 5% მფლობელი.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 13 მაისის №შ-10/2886-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, ხოლო დირექტორი ლაშა სილაგაძე (პ/ნ 49001000888).
შპს “სუპერ ტვ“ (ს/კ 400015201) წარმოადგენს შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) და შპს "სტუდია ტივის" (ს/კ 202336016) 100%-იანი წილის მფლობელს.
ი/მ "გიორგი კოღუაშვილის", კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი) და ფიზიკური პირის - ლაშა სილაგაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ფიზიკური პირები ზურაბ ჩიგოგიძე და გივი ხორხელი კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, წარმოადგენენ:
ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ 01008004061):
ა) ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) გენერალურ დირექტორს და 10% წილის მფლობელს;
ბ) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100% წილის მფლობელს;
გ) შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70% წილის მფლობელს.
გივი ხორხელი (პ/ნ 01027008770):
ა) ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) დირექტორს.
რაც შეეხება არჩილ თაბაგარს, იგი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება.
|
|
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს „სუპერ ტვ“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც; ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება; გ) გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე; კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით:
შპს "BLACK SEA TELECOM“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"BLACK SEA TELECOM“-ი ასევე ფლობს №F49 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში; ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;
შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
შპს"ტელეკომპანია თბილისი", როგორც მაუწყებელი, ფლობს კერძო მაუწყებლობის №B88 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გ)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკამბრამდე; დ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: დ.ა)ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ.თბილისი) დ.ბ)ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 14 მაისის №შ-10/2939-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ი/მ „გიორგი კოღუაშვილი" ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ რუსთავში. შესაბამისად, ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა - 38 660 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილისს მდგომარეობით შეადგინა 1503 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ რუსთავში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 8,05%-ს, ხოლო ქალაქ რუსთავში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 1,60 %-ს. ასევე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 14 მაისის №შ-10/2939-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სუპერ ტვ"-ი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ"-ის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა - 7 306 690 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 55 494 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს „სუპერ ტვ"-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 19,58 %-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს „სუპერ ტვ"-ის შემოსავლების ხვედრითი წილი 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 17,45 %-ს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 14 მაისის №შ-10/2939-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში წარმოადგენს ნულოვან შემოსავალს. ასევე, 2014 წლის დეკემბრის თვიდან ნულოვან შემოსავლებს აფიქსირებენ შპს “დიდგორი-2“ (ს/კ 205117381) და შპს "სტუდია ტივი" (ს/კ 202336016). შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) შემოსავლებმა WiMax ტექნოლოგიიდან 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1530 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 6 აბონენტი. შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) შემოსავლებმა 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 427 208 ლარი, ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2014 წლის იანვრის თვიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,35%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა ი/მ „გიორგი კოღუაშვილს", ი/მ „გიორგი კოღუაშვილის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების ი/მ „გიორგი კოღუაშვილისათვის“ ჩაბარების დღიდან; 4. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების ი/მ „გიორგი კოღუაშვილისათვის“ გაგზავნა; 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე |
|||||||||||||||||||||
|
|
|
