წვდომის მენიუ

შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 341 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2015 10:42

მიღების თარიღი ივნისი 11, 2015

შპს ,,მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2015 წლის 18 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის №შ-10/3058-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2015 წლის 17 აპრილის №1 შემოწმების აქტი; შპს ,,მობიტელის” 2015 წლის 14 მაისის №489/15 და №490/15 წერილები; შპს ,,მობიტელის” სააბონენტო ნომრების სია), საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 17 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) და კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის (დ.ქუთათელაძე) მიერ, ,,თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამის“ გამოყენებით, შპს ,,მაგთიკომში“ შემოწმდა შპს ,,მობიტელის“ ის სააბონენტო ნომრები: 597724127; 597724133; 597724385; 597724631; 597724728; 597724890; 597725138; 597725752; 597726113; 597726337; 597726543; 597726693; 597726729; 597726749; 597726768; 597726936; 597727352; 597727567; 597728088; 597728171; 597729382; 597737285; 597738606; 597738911; 597739105; 597745234; 597745320; 597745331; 597745587; 597745693; 597745839; 597745843; 597746467; 597746542; 597746558; 597746563; 597746571; 597746574; 597746575; 597746580; 597746583; 597746584; 597746587; 597746588; 597746590; 597746592; 597746594; 597746596; 597746597; 597746603; 597746604, რომლებიდანაც, სავარაუდოდ, შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „A“ ნომრით ე.წ. ,,სიმ ბოქსების“ მეშვეობით. შპს ,,მობიტელმა“ კომისიას ვერ წარმოუდგინა აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე სააბონენტო ხელშეკრულებების ასლები, ვინაიდან, როგორც განმარტავს, ნომრები დილერების მიერ არის გაყიდული და მისთვის სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი.

 ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 1 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მობიტელისთვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  11 ივნისს,  რის თაობაზეც შპს ,,მობიტელს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 11 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მობიტელის”  წარმომადგენელი ლ.ესართია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს ,,მობიტელს“ კომისიაში უნდა წარმოედგინა ხელშეკრულებები, მაგრამ ვერ წარმოადგინა იმის გამო, რომ დილერებს, რომლებმაც განახორციელეს ნომრების რეალიზაცია, შპს ,,მობიტელისთვის“ სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ. ასეთ შემთხვევებში ხდება დილერების დაჯარიმება. მან ასევე განმარტა, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის №შ-10/3058-15 სამსახურებრივი ბარათი;

2. 2015 წლის 17 აპრილის №1 შემოწმების აქტი შემოწმებულ ნომრებთან: 597724127; 597724133; 597724385; 597724631; 597724728; 597724890; 597725138; 597725752; 597726113; 597726337; 597726543; 597726693; 597726729; 597726749; 597726768; 597726936; 597727352; 597727567; 597728088; 597728171; 597729382; 597737285; 597738606; 597738911; 597739105; 597745234; 597745320; 597745331; 597745587; 597745693; 597745839; 597745843; 597746467; 597746542; 597746558; 597746563; 597746571; 597746574; 597746575; 597746580; 597746583; 597746584; 597746587; 597746588; 597746590; 597746592; 597746594; 597746596; 597746597; 597746603; 597746604 ერთად;

3. შპს ,,მობიტელის” 2015 წლის 14 მაისის №489/15 და №490/15 წერილები;

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

5.  შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,მობიტელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მონაცემთა გადაცემა; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2. 2015 წლის 17 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის (დ.ქუთათელაძე) მიერ, ,,თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამის“ გამოყენებით, შპს ,,მაგთიკომში“ შემოწმდა შპს ,,მობიტელის“ ის სააბონენტო ნომრები -  597724127; 597724133; 597724385; 597724631; 597724728; 597724890; 597725138; 597725752; 597726113; 597726337; 597726543; 597726693; 597726729; 597726749; 597726768; 597726936; 597727352; 597727567; 597728088; 597728171; 597729382; 597737285; 597738606; 597738911; 597739105; 597745234; 597745320; 597745331; 597745587; 597745693; 597745839; 597745843; 597746467; 597746542; 597746558; 597746563; 597746571; 597746574; 597746575; 597746580; 597746583; 597746584; 597746587; 597746588; 597746590; 597746592; 597746594; 597746596; 597746597; 597746603; 597746604,  რომლებიდანაც, სავარაუდოდ, შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „A“ ნომრით .ე.წ. ,,სიმ ბოქსების“ მეშვეობით, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი №1. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც.უჯმაჯურიძე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ.ქუთათელაძე და შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გ.კოშორიძე;

 

3. 2015 წლის 17 აპრილის №1 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად;

 4. შპს ,,მობიტელმა“ ვერ წარმოადგინა აღნიშნულ სატელეფონო ნომრებზე სააბონენტო ხელშეკრულებები, ვინაიდან, როგორც განმარტავს, ნომრები დილერების მიერ არის გაყიდული და მისთვის სააბონენტო ხელშეკრულებები არ მიუწოდებიათ;

5. შპს ,,მობიტელის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ანალოგიური დარღვევისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;  ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს ,,მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც მის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი,  რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა. ვინაიდან, შპს ,,მობიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,მობიტელს“ უნდა დაევალოს სააბონენტო ნომრების: 597724127; 597724133; 597724385; 597724631; 597724728; 597724890; 597725138; 597725752; 597726113; 597726337; 597726543; 597726693; 597726729; 597726749; 597726768; 597726936; 597727352; 597727567; 597728088; 597728171; 597729382; 597737285; 597738606; 597738911; 597739105; 597745234; 597745320; 597745331; 597745587; 597745693; 597745839; 597745843; 597746467; 597746542; 597746558; 597746563; 597746571; 597746574; 597746575; 597746580; 597746583; 597746584; 597746587; 597746588; 597746590; 597746592; 597746594; 597746596; 597746597; 597746603; 597746604 მფლობელ მომხმარებლებთან (ასეთის შემთხვევაში) გააფორმოს სათანადო წერილობითი ხელშეკრულება და მათ  მომსახურება მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულების დადების შემდეგ.  

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრებს იყენებენ ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. ,,სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მობიტელს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

 2. დაევალოს შპს ,,მობიტელს“ სააბონენტო ნომრების: 597724127; 597724133; 597724385; 597724631; 597724728; 597724890; 597725138; 597725752; 597726113; 597726337; 597726543; 597726693; 597726729; 597726749; 597726768; 597726936; 597727352; 597727567; 597728088; 597728171; 597729382; 597737285; 597738606; 597738911; 597739105; 597745234; 597745320; 597745331; 597745587; 597745693; 597745839; 597745843; 597746467; 597746542; 597746558; 597746563; 597746571; 597746574; 597746575; 597746580; 597746583; 597746584; 597746587; 597746588; 597746590; 597746592; 597746594; 597746596; 597746597; 597746603; 597746604  მფლობელ მომხმარებლებთან (ასეთის შემთხვევაში) 10 კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს სათანადო წერილობითი ხელშეკრულება საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე და მათ მომსახურება მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულების დადების შემდეგ; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მობიტელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).           

             კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                        კახი ბექაური

              კომისიის წევრი                                                                          ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                                                                         გიორგი ფრუიძე

                 კომისიის წევრი                                                                        მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები