წვდომის მენიუ

შპს ,,ჯეოსელისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 342 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2015 10:42

მიღების თარიღი ივნისი 11, 2015

 

შპს ,,ჯეოსელისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2015 წლის 18 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის №შ-10/3058-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2015 წლის 17 აპრილის №1 და 2015 წლის 21 აპრილის №2 შემოწმების აქტები; შპს ,,ჯეოსელის” 2015 წლის 6 მაისის  №2/379-15 წერილი; შპს ,,მეტროლაინის“ 2015 წლის 29 აპრილისა და 6 მაისის წერილები; შპს ,,მეტროლაინის“ დისტრიბუტორის განმარტება; შპს ,,ჯეოსელის” სააბონენტო ნომრები და ამ ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები), საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 17 და 21 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის (დ.ქუთათელაძე) მიერ, ,,თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამის“ გამოყენებით, შპს ,,მაგთიკომში“ შემოწმდა შპს ,,ჯეოსელის“ ის სააბონენტო ნომრები, რომლებიდანაც, სავარაუდოდ, შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „A“ ნომრით ე.წ. ,,სიმ ბოქსების“ მეშვეობით. კერძოდ: 2015 წლის 17 აპრილს შემოწმდა ნომრები: 557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი №1, ხოლო 2015 წლის 21 აპრილს შემოწმდა ნომრები: 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017 რის  შესახებ  შედგა  შემოწმების  აქტი  №2.  აღნიშნული სატელეფონო ნომრებიდან (სულ: 60 სააბონენტო ნომერი), შპს ,,ჯეოსელმა“ კომისიას წარმოუდგინა მხოლოდ 56 სააბონენტო ნომერთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ხოლო 4 ხელშეკრულების მოძიება ვერ შესძლო, ვინაიდან, როგორც თვითონ განმარტა,  სააბონენტო ნომრების რეალიზაცია განხორციელდა მათი დილერის შპს ,,მეტროლაინის“ მიერ, რომელმაც ხელშეკრულებები ვერ მოიძია. კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტების პირადი ნომრებით, რომლებიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირები (აბონენტები) არ მოიძებნა. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი.

 ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 1 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელისთვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  11 ივნისს,  რის თაობაზეც შპს ,,ჯეოსელს” ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 11 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეოსელის”  წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ  ეს პრობლემა წლებია არსებობს, ვინაიდან დილერის გაკონტროლება რთულია. პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია თუ სიმ ბარათების რეალიზაცია მოხდება ელექტრონულად, რა დროსაც მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდება მოხდება მომხმარებლის მიერ მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონულად შევსების შემდეგ. ასევე მან შუამდგომლობით მიმართა კომისიას განეხილა შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების საკითხი მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვინაიდან არსებობს დასაბუთებული ეჭვი შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ანალოგიური დარღვევის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება: ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით, მე-2 ნაწილის თანახმად განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.  

კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე, რომლის დაწყების საფუძველია კომისიის მიერ შპს ,,მაგთიკომში“ ჩატარებული შემოწმების შედეგები, რა დროსაც გამოვლინდა შპს ,,ჯეოსელის“ ის სააბონენტო ნომრები, რომლებიდანაც, სავარაუდოდ, შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „A“ ნომრით ე.წ. ,,სიმ ბოქსების“ მეშვეობით, რის შესახებ შედგა 2015 წლის 17 აპრილის №1 და 2015 წლის 21 აპრილის №2 შემოწმების აქტები (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები). შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ აქვს დასაბუთებული ეჭვი შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ანალოგიური დარღვევას შესახებ, ვერ გახდება შპს ,,მაგთიკომის“ შპს ,,ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ჩართვისა და მისი სანქცირების საფუძველი. შესაბამისად, კომისია ვერ დააკმაყოფილებს შპს ,,ჯეოსელის“ შუამდგომლობას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განიხილოს საკითხი შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირების შესახებ. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად თუ გამოვლინდება შპს ,,მაგთიკომის“ მიერ  მოქმედი კანონდარღვევის ფაქტი, კომისია აუცილებლად მიიღებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მის მიმართ.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 18 მაისის №შ-10/3058-15 სამსახურებრივი ბარათი;

2. 2015 წლის 17 აპრილის №1 და 2015 წლის 21 აპრილის №2 შემოწმების აქტები შემოწმებულ ნომრებთან ერთად - 557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136; 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017;

3. კომისიის 2015 წლის 24 აპრილის №01/587-15 წერილი;

4. შპს ,,ჯეოსელის” 2015 წლის 6 მაისის  №2/379-15 წერილი;

5. შპს ,,მეტროლაინის“ 2015 წლის 29 აპრილისა და 6 მაისის წერილები;

6. შპს ,,ჯეოსელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებების ასლები;

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

8. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  ,,ჯეოსელი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);

2. 2015 წლის 17 და 21 აპრილს, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ც.უჯმაჯურიძე) და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის (დ.ქუთათელაძე) მიერ, ,,თაღლითობასთან ბრძოლის პროგრამის“ გამოყენებით, შპს ,,მაგთიკომში“ შემოწმდა შპს ,,ჯეოსელის“ სააბონენტო ნომრები, რომლებიდანაც, სავარაუდოდ, შპს ,,მაგთიკომის“ ქსელში დასრულდა საერთაშორისო ზარი შეცვლილი ადგილობრივი „A“ ნომრით .ე.წ. ,,სიმ ბოქსების“ მეშვეობით. კერძოდ, 2015 წლის 17 აპრილს შემოწმდა ნომრები: 557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი №1, ხოლო 2015 წლის 21 აპრილს შემოწმდა ნომრები: 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017,  რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი №2. შემოწმების აქტებს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც.უჯმაჯურიძე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დ.ქუთათელაძე და შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გ.კოშორიძე;

3. 2015 წლის 17 აპრილის №1 და 2015 წლის 21 აპრილის №2 შემოწმების აქტები შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად; 

 

4. შპს ,,ჯეოსელმა“, შემოწმებული სააბონენტო ნომრებიდან (სულ: 60 სააბონენტო ნომერი) -  557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136; 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017, კომისიას წარმოუდგინა 56 სააბონენტო ნომრების მფლობელ მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ხოლო 4 ხელშეკრულების მოძიება ვერ შესძლო, ვინაიდან  სააბონენტო ნომრების რეალიზაცია განხორციელდა მათი დილერის შპს ,,მეტროლაინის“ მიერ, რომელმაც ხელშეკრულებები ვერ მოიძია.  კომისიაში წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტების პირადი ნომრებით, რომლებიც გადამოწმდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებ გვერდის მეშვეობით (http://rs.ge/5924), ფიზიკური პირები (აბონენტები) არ მოიძებნა;

5. შპს ,,ჯეოსელის” მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  ანალოგიური დარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;  ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს ,,ჯეოსელის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტი,  რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა. ვინაიდან, შპს ,,ჯეოსელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ჯეოსელს” უნდა დაევალოს სააბონენტო ნომრების: 557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136; 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017 მფლობელ მომხმარებლებთან (ასეთის შემთხვევაში) გააფორმოს სათანადო წერილობითი ხელშეკრულება და მომხმარებლებს საკომუნიკაციო მომსახურება მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.  

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრებს იყენებენ ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. ,,სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, 62–ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს ,,ჯეოსელს” სააბონენტო ნომრების: 557917250; 557917371; 557917729; 557918032; 557918244; 557918512; 557918795; 557918857; 557920148; 557920316; 557920771;  557921463; 557921681; 557922075; 557922154; 557923673; 557923760; 557924701; 557924754; 557924820; 557924828; 557940136; 557943681; 557943900; 557944037; 557944136; 558102247;  558106827; 558107243; 558107250; 558107318; 558107453; 558107547; 558108245; 558108362; 558108425; 558108646; 558108766; 558108794; 558108919; 558108975; 558108980; 558110415; 558110750; 558112798; 558112821; 558112918; 558113091; 558113567; 558113825; 558114201; 558114813; 558115474; 558115712; 558115990; 558116352; 558116525; 558118257; 558118615; 558119017 მფლობელ მომხმარებლებთან (ასეთის შემთხვევაში) 10 კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს სათანადო წერილობითი ხელშეკრულება საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე და მათ მომსახურება მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულების დადების შემდეგ; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯეოსელისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ჯეოსელისთვის”  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).    

              კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                        კახი ბექაური

              კომისიის წევრი                                                                         ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                                                                         გიორგი ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                                        მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები