წვდომის მენიუ

ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 344 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 12:11

მიღების თარიღი ივნისი 12, 2015

 ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სთვის  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 13 მაისს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2880-15) მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202463379) და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211352016) ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სთვის გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 ივნისს, კომისიაში შემოვიდა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3609-15; 03.06.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიცენზიის გადაცემა ხორციელდება კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ფინანსური რესურსების მობილიზაციას და თბილისის ფარგლებში სრულფასოვანი მაუწყებლობის განხორციელებას, რათა მაუწყებელმა უფრო ეფექტურად შეძლოს ალტერნატიული აზრის მიწოდება საზოგადოებისათვის. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი“ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც კრძალავს გარკვეული (არაქართული) მაუწყებლის ტრანსლირებას და უშვებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული მაუწყებლების სიგნალის გადაცემას. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ასრულებს მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობით განხორციელების სალიცენზიო ვალდებულებას ერთ-ერთი, კანონით აუკრძალავი გზით.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№შ-10/3696-15, 08.06.15წ.), შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ისევე, როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა. ამავე დროს გამომდინარე იქიდან, რომ  ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების სახეობა არის სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, აღნიშნული ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისთვის გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების გარდა კომპანია ფლობს ასევე საერთო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიას. მოქმედი კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე კომპანია ვალდებული იყო ყოველკვირეულად გამოექვეყნებინა და კომისიისთვის მიეწოდებინა მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ ხორციელდებოდა მხოლოდ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B21 ლიცენზიის (საერთო ტელემაუწყებლობა) ფარგლებში, ხოლო კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების (სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა) ფარგლებში, კომპანიას სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის  №შ-10/3541-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით რეგულირების ყოველწლიური საფასური და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება არ ერიცხება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 ივნისის №04/952-15 წერილით მიმართა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს” და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად მოსთხოვა 5  სამუშაო დღის განმავლობაში კომისიაში წარმოედგინა კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების ფარგლებში განხორციელებული მაუწყებლობის უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე და ახსნა განმარტება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან ზემოაღნიშნულ ვადაში კომპანიას კომისიაში უნდა წარმოედგინა ინფორმაცია, თუ რა პერიოდიდან და დღე-ღამის განმავლობაში რამდენი საათით ახორციელებდა კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების ფარგლებში სხვა მაუწყებლის ტრანზიტს და მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულება.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 ივნისს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ  ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, იურისტი შოთა თუთბერიძე და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი.  კომისიის სხდომაზე ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა” წარმოადგინა კომისიის 2015 წლის 5 ივნისის №04/952-15 წერილის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/3845-15 12.06.15), რომელიც გამოქვეყნდა კომისიის სხდომაზე. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” წერილის თანახმად, კომპანია ახორციელებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (კომედი არხის) ტრანზიტს 24 საათიან რეჟიმში. კომპანიის განმარტებით, მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადების შესაბამისად, დაშვებულია მაუწყებლობის ტრანზიტი იმ პირობით თუ სიგნალი ეკუთვნის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ მაუწყებელს და ის გადაიცემა უცვლელი სახით. კომპანიას ასევე მიაჩნია, რომ მას, როგორც მაუწყებელს შესრულებული აქვს დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური მაუწყებლობის ვალდებულება, ვინაიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სიგნალის რეტრანსლიაცია ხორციელდება ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” 2015 წლის 12 ივნისის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლი აწესრიგებს ლიცენზიის გადაცემაზე კომისიის უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტი ლიცენზიის გადაცემის უფლების დეკლარირებას ახდენს, ხოლო მეორე პუნქტი ითვალისწინებს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა დროს შეიძლება ლიცენზიის მფლობელს შეეზღუდოს გადაპირება. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” განმარტებით, კომისიას უფლება აქვს უარი თქვას ლიცენზიის გადაპირებაზე, თუ მსურველ პირს ერიცხება დავალიანება სახელმწიფოს წინაშე; თუ ირღვევა კონცენტრაციის აკრძალვის პრინციპი და თუ ლიცენზიის მიღებაზე არ გადადის მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” 2015 წლის 12 ივნისის წერილში ასევე უთითებს კომისიის კომპეტენციაზე დამატებით დაადგინოს ირღვევა თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, კერძოდ,  ლიცენზიას იღებს პირი, რომელსაც აკრძალული აქვს მაუწყებლობის განხორციელება თუ არა. აღნიშნულ წერილს, ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” განცხადებით, თან ერთვის ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდსა” და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმება მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე, სამაუწყებლო ბადე (მაისი-ივნისი) და განხორციელებული მაუწყებლობის არქივი ციფრულ მატარებელზე.

კომისიის 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე, ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” დირექტორმა  თ. ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” 2015 წლის 13 მაისის №შ-7/2880-15 განცხადებაში, 2015 წლის 3 ივნისისა და 12 ივნისის წერილებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თვის გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები სახეზე არ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია          რუსთავი 2“-ს სურდა ყოფილიყო კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების განმკარგავი, განეხორციელებინა მაუწყებლობა საკუთარი რესურსით და არ ყოფილიყო დამოკიდებული სხვა პირზე.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისა” და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2015  წლის 13 მაისის №შ-7/2880-15 განცხადება;
  2. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” 2015 წლის 12 ივნისის №შ-6/3845-15 წერილი თანდართული ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდსა” და შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს შორის მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით, სამაუწყებლო ბადით (მაისი-ივნისი) და განხორციელებული მაუწყებლობის არქივით ციფრულ მატარებელზე ( 1 CD დისკი);
  3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის №შ-10/3541-15 სამსახურებრივი ბარათი;
  4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივნისის №შ-10/3696-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის 2015 წლის 5 ივნისის №04/952-15 წერილი ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს”;
  6. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის”, შპს ,,რუსთავი 2“-ისა და შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ შესახებ;
  7. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ კომისიაში 2015 წლის 6 თებერვალს წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია;
  8. კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის №661/5 გადაწყვეტილება კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
  9. კომისიის 2014 წლის 24 ოქტომბრის №590/2 გადაწყვეტილება ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  10. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” დირექტორის თ. ჩერგოლეიშვილის მიერ კომისიის 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  11. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისიამ  დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. „შპს ,,ტვ 33“-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილებით შპს ,,ტვ 33“-ს მიეცა კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია, ოთხი გადამცემის გამოყენებით ქ. ქუთაისში, საჩხერეში, გორში და სენაკშ, 10 წლის ვადით. 2007 წლის 7 აგვისტოს                 შპს „ტვ-33”-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ”ტელეკომპანია საქართველო”;
  2. „შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიეცა კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია, ერთი გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში, 10 წლის ვადით;
  3. ,,კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2012 წლის 12 ოქტომბრის №661/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ მიეცა თანხმობა მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიების  ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემაზე;
  4. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 და 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 24 ოქტომბრის №590/2 გადაწყვეტილებით ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების სახეობად განისაზღვრა სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;
  5. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდი” ფლობს კერძო მაუწყებლობის  №B91 და №B99 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) კერძო მაუწყებლობის №B91 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 02.08.2017

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამც. და

ანტენის

განთავსების

ადგილი

სატელევ.

არხი

პოლარიზაცია

V/H

გასხივების

დიაგრამა

გადამცემის

სიმძლავრე

(ვტ)

ანძის  განლაგ.

გეოგრაფ.

კოორდინატ.

გორი,

ახალდაბის ტვ ანძა

51

H

წრიული

500

N 42°01 55.4\"    

E 044°02 55.8\"

ქუთაისი,

ქუთაისის ტვ ანძა

45

H

წრიული

500

N 42°16 48.9\"

E 042°44 10.1\"

საჩხერე,

საჩხერეს  ტვ ანძა

40

H

წრიული

500

N 42°20 56,9\"

E 043°24 23,01\"

სენაკი

სენაკის ანძა

52

H

წრიული

500

N 42°17 24,12\"   

E 042°03 26.8\"

 ბ)

კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:

 

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ.

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს 6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

 

  1. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია (პ/ნ 62001002103), ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: ლევან ყარამანიშვილი (პ/ნ 62001003710) – 22%, გიორგი ყარამანიშვილი (პ/ნ 01025001809) – 18%, ნინო ნიჟარაძე (პ/ნ 01009001438,) – 9% და შპს „ტელეკომპანია საქართველო” (ს/კ 206074291) - 51%. შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე რევაზ ჭელიძე (პ/ნ 62001039881), ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს მოქალაქეები: ლევან ყარამანიშვილი (პ/ნ 62001003710) – 60% და გიორგი ყარამანიშვილი (პ/ნ 01025001809) – 40%. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;
  3. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად  ფიზიკური პირების ნიკა გვარამიას, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, ნინო ნიჟარაძის და რევაზ ჭელიძის ასევე                 შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” და შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის აფილირება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა კომპანიებთან არ დგინდება;
  4. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა;
  5. ვინაიდან ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების სახეობა არის სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა, აღნიშნული ლიცენზიების         შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისთვის გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით;
  6. ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ 2015 წლის 2 ივნისის მდგომარეობით რეგულირების ყოველწლიური საფასური და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება არ ერიცხება;
  7. „შპს „ტვ 33” -სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
  8. „შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
  9. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს“ შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების პირველი პუნქტის შესაბამისად, ტაბულა ტვ იღებს ვალდებულებას, მისცეს შპს ,, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს შესაძლებლობა ამ უკანასკნელის კუთვნილი ,,კომედი არხის“ მაუწყებლობა განახორციელოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ტაბულა ტვ-ს შესაბამისი თანხა ამ შეთანხმების დადგენილი ოდენობით და წესით. ამავე შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით, ,,კომედი არხის“ მაუწყებლობა შემსრულებლის სიხშირის მეშვეობით განხორციელდება 24 საათის განმავლობაში;
  10. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდმა“ 2015 წლის 12 ივნისის №შ-6/3845-15 წერილით კომისიაში წარმოადგინა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდსა” და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმება მაუწყებლობის ტრანზიტის თაობაზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (“კომედი არხის”) სამაუწყებლო ბადე (1 მაისი - 21 ივნისი) და განხორციელებული მაუწყებლობის არქივი ციფრულ მატარებელზე.  ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს“ კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების ფარგლებში (სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა) საკუთარი სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია;
  11. ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

                ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

          „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

          ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში;

          ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

          ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის, ხოლო 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად განსაზღვრულია 2015 წლის 17 ივნისი.

          „შპს „ტვ 33” -სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

          „შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

           კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს“ კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების ფარგლებში (სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა) სამაუწყებლო ბადე კომისიაში არ წარმოუდგენია, რითაც დაარღვია კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტითა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები.

          კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევისათვის მას უნდა მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

          კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” 2015 წლის 12 ივნისის წერილში მოცემულ განმარტებას კერძო მაუწყებლობის B91 და B99 ლიცენზიების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა დროს შეიძლება ლიცენზიის მფლობელს შეეზღუდოს გადაპირება. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისა” და შპს „რუსთავი 2“-ის 2015 წლის 13 მაისის ერთობლივი განცხადებით მოთხოვნილია ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის გადაცემაზე კომისიის მიერ წინასწარი თანხმობის გაცემა. შესაბამისად, აღნიშნული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების შპს „რუსთავი 2“ -თვის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საკითხი უნდა შეფასდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

          კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ მაუწყებლობის ტრანზიტი არ წარმოადგენს მაუწყებლობას და წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ მაუწყებლობის განუხორციელებლობის ფაქტის სათანადო გამოკვლევის საფუძველზე დადასტურების შემთხვევაში,  აღნიშნული შეიძლება გამხდარიყო ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების გაუქმების საფუძველი. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ლიცენზიების გაუქმების მიზნით ამავე სხდომაზე - 2015 წლის 12 ივნისს, ადმინისტარციული წარმოების კანონმდებლობით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენა უნდა დაინიშნოს არაუადრეს 2015 წლის 10 ივლისისა. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შედეგად ტელემაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, შესაბამისად კომისია 2015 წლის 17 ივნისის შემდგომ ვერ იმსჯელებს ვერც ლიცენზიების გაუქმების და ვერც ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისთვის  გადაცემის საკითხზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება აზრს მოკლებულია. შესაბამისად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს” მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ისთვის  გადაცემაზე.

          კომისიის 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე, კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის თავმჯდომარემ ვ. აბაშიძემ კომისიის წევრების ზემოაღნიშნული ურთიერშეჯერებული პოზიცია კომისიის გადაწყვეტილების პროექტის სახით გააცნო ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორს    თ. ჩერგოლეიშვილსა და კომპანიის იურისტს შ. თუთბერიძეს და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის წარმომადგენელს თ. მურადაშვილს და შესთავაზა მათ წარმოედგინათ თავისი მოსაზრებები კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით. თუმცა, მხარეებმა უარი განაცხადეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე, 371, 481-ე, მე-60, 71-ე მუხლების, კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   მიეცეს ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს” გაფრთხილება „შპს „ტვ 33” -სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“კომისიის 2007 წლის 3 აგვისტოს №446/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტითა და „შპს ,,ტელეკომპანია საქართველოსთვის“ კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევის გამო;

2. მიეცეს თანხმობა ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-სთვის გადაცემაზე;

3. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-მა კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიების საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

4. განემარტოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს, რომ ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს  ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდის” მიერ კერძო მაუწყებლობის №B91 და №B99 ლიცენზიების  საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (მ. ქადეიშვილი);

ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

7. გადაწყვეტილება  (გარდა პირველი პუნქტისა) ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”სამოქალაქო განათლების ფონდისთვის” ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                              მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები