წვდომის მენიუ

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე

ნომერი: 345 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2015 11:39

მიღების თარიღი ივნისი 12, 2015

 

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის, ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწის, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, დროის, ადამიანური რესურსის და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის, სამუშაოს მართვისა და ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ეფექტური სისტემის ფორმირების მიზნით, კომისია გეგმავს კომისიის აპარატის რეორგანიზაცია/რესტრუქტურიზაციას. კომისიას აღნიშნული ღონისძიების განხორციელების მიზნით აუცილებლად მიაჩნია საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

კომისია აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიის წევრებისა და აპარატის წევრების თანამონაწილეობით, რეორგანიზაციის საკითხებში კომისიის კონულტანტ თ. ბოკუჩავას მიერ მომზადდა რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების  შეძენის თაობაზე სატენდერო განცხადების პროექტი და შესათანხმებლად წარედგინა კომისიის წევრებს. კომისიას მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვის საწყისს ფასად უნდა განისაზღვროს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის საკითხებში კომისიის კონულტანტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო განცხადების პროექტი წარმოდგენილი სახით უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვის მიზნით უნდა გამოცხადდეს 2015 წლის 16 ივნისს, დამტკიცებული სატენდერო განცხადების პირობების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შესყიდულ იქნას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისთვის  საკონსულტაციო მომსახურება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;
  2. დამტკიცდეს თანდართული სატენდერო განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისათვის საკონსულტაციო მომსახურების  შესყიდვის თაობაზე (17 ფურცელი);
  3. დაევალოს კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის  რეორგანიზაციის განხორციელებისთვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით  გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადება 2015 წლის 16 ივნისს, კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სატენდერო განცხადების პირობების შესაბამისად და აღნიშნული ტენდერის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის განხორციელებისთვის  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის საწყისს ფასად განისაზღვროს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;
  5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
  6. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
  7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს (გ. ფრუიძეს).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისის წევრი                                                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                               კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                               მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები