წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

ნომერი: 353 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2015 11:14

მიღების თარიღი ივნისი 18, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.  ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 21 მაისის 16:00 საათი.

კომისიის 2015 წლის 28 მაისის №278/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2015 წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 18 ივნისი.

2015 წლის 18 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” დირექტორი ზვიად ამირიძე და უფლებამოსილი წარმომადგენლები მიხეილ ჯიქია, ეკატერინე გეწაძე და თამარ მაზმიშვილი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევისათვის ესაჭიროება დამატებითი ვადა, შესაბამისად მოზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად 2015 წლის 7 ივლისის განსაზღვრა იმგვარად, რომ არ დაირღვეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამთვიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 7 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;”

2. კომისიის 2015  წლის 21 აპრილის №199/22 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

”31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამთვიანი ვადა.”

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების    შპს „ტელეკომპანია I სტერეოსთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                           კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                           მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                          ელისო ასანიძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები