წვდომის მენიუ

შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 355 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2015 11:31

მიღების თარიღი ივნისი 18, 2015

 

შპს  „ჯორჯიან  მანგანეზისთვისარაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს  „ჯორჯიან მანგანეზმა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 230085797),  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული  №შ-7/3532-15), რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის რადიოსიხშირული რესურსის მინიჭების საკითხის, განმეორებით განხილვის მოთხოვნით.

       კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიმდინარე წლის 16 აპრილს კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრირებული №შ-7/1959-15, 16.04.15) ამავე განცხადებაში განსაზღვრული კოორდინატებით, ქ.ზესტაფონი - ს.კინოთი - ქ.ჭიათურის მიმართულებაზე რადიოსარელეო ხაზის ასაგებად და ფუნქციონირებისთვის, 17 გჰც სიხშირულ დიაპაზონში ორი სიხშირული წყვილის  (თითოეული  ზოლის სიგანით 28 მჰც)  მინიჭების მოთხოვნით.

         მოთხოვნილ მონაკვეთებზე  რადიოსარელეო ხაზის ასაგებად და ფუნქციონირებისთვის,  18 გჰც სიხშირულ დიაპაზონში, კომისიის მიერ, არხების განაწილების სიხშირული გეგმის (ETSI Channel Allocations 18 GHz, 27.5MHz. 1010 MHz Tx-Rx Cpacing) შესაბამისად  შერჩეულ იქნა  ch 13 – ( 18057.5 მჰც და 19067.5 მჰც)  და  ch 14 - ( 18085 მჰც და 19095 მჰც) -ით განსაზღვრული,  27.5 მჰც სიხშირული ზოლის სიგანის მქონე წყვილები, ქ.ზესტაფონი - ს.კინოთი და ს.კინოთი -  ქ.ჭიათურის   მონაკვეთებზე გამოყენებისთვის.

        კომისიამ, ზემოაღნიშნული 2015 წლის 06 მაისს წერილით №06/690-15  აცნობა შპს „ჯორჯია მანგანეზს“  და მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   2000 ლარის  (500  ლარი  ერთ სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/690-15, 06.05.15 წ.), რომელიც ჩაბარდა შპს „ჯორჯია მანგანეზს“  07.05.2015 წელს.

        კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯია მანგანეზმა“ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  2000 ლარის  (500  ლარი  ერთ  სიხშირეზე)  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში   გადახდის   დამადასტურებელი   საბუთი და შესაბამისად კომისიამ  მიმდინარე წლის  4 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება  № 309/12  შპს „ჯორჯია მანგანეზის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ.

         კომისია  ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ  შპს  „ჯორჯიან მანგანეზმა“ კომისიას მიმართა განმეორებითი განცხადებით   (კომისიაში რეგისტრირებული  №შ-7/3552-15, 02.06.15), რასაც თან ერთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   2000 ლარის  (500  ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი   საბუთი და მოითხოვა   რადიოსარელეო ხაზის  ქ.ზესტაფონი - ს.კინოთი - ქ.ჭიათურის მიმართულებაზე რადიოსარელეო ხაზის ასაგებად და ფუნქციონირებისთვის, კომისიის მიერ შერჩეული და შპს  „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებული ორი სიხშირული წყვილის მინიჭება.

       კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

   „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

       „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

       კომისია  აღნიშნავს, რომ შპს  „ჯორჯიან მანგანეზს“   წარმოდგენილი   აქვს რადიოსიხშირული    სპექტრით   სარგებლობის   სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი და კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან.

     კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

     „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და  „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1. მიეცეს შპს  „ჯორჯიან მანგანეზს“   რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის № F1077 ნებართვა და მიენიჭოს რადიოსიხშირული წყვილები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით, შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  შპს  „ჯორჯიან მანგანეზის“    მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.  აღირიცხოს შპს  „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4. დაევალოს შპს  „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  „ჯორჯიან მანგანეზისთვის“    სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ჩაბარებისთანავე.

   კომისიის  თავმჯდომარე                                                                                  .აბაშიძე                           

   კომისიის წევრი                                                                                                   .ასანიძე                                           

   კომისიის  წევრი                                                                                                  .ბექაური                                                                             

   კომისიის  წევრი                                                                                                  .ფრუიძე                                                                   

   კომისიის  წევრი                                                                                                  .ქათამაძე                                                                                                                                                                     

  დანართი

 

N

ადგილი  და კოორდინატები

 RF-ზოლი

გადამცემის სიმძლავრე

 სიხშირეები

A

B

W

A(Tx)

B(Tx)

MHz

MHz

MHz

1

ქ.ზესტაფონი
42°07'2.59"N
43°01'39.39"E

 

27.5

27.5

        0.2

0.2

18057.5

18085.5

 

 

ს.კინოთი
42°03'34.39"N
43°03'43.49"E

27.5

27.5

 0.2

 0.2

 

19067.5

19095.5

2

ს.კინოთი
42°03'34.39"N
43°03'43.49"E

 

27.5

27.5

0.2

 0.2

19067.5

19095.5

 

 

ქ.ჭიათურა
42°17'16.89"N
43°15'38.99"E

27.5

27.5

0.2

 0.2

 

18057.5

18085.5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები