შპს „ჯიმობაილისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2015 11:00
მიღების თარიღი იანვარი 22, 2015
შპს „ჯიმობაილისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.12.2014 №7/590-14) მიმართა შპს „ჯიმობაილმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის გამოყოფის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯიმობაილი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- როუმინგული კავშირით მომსახურება.
2. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
- მულტიმედიური მომსახურება;
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
- მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
- მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
- სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ დამტკიცებული Q.708 რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი ენიჭებათ შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.
კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შპს „ჯიმობაილს” უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი 5-233-0 (12104) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ჯიმობაილს”, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილი საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) შემდეგი ფორმატით: 5-233-0 (12104) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
2. ეცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU) შპს ”ჯიმობაილისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) 5-233-0 (12104) გამოყოფის თაობაზე, მისი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: სოფიო ბრიტანჩუკი
აკაკი სიხარულიძე
ირაკლი მოსეშვილი მოსეშვილი
