წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 361 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 11:47

მიღების თარიღი ივნისი 18, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) ცვლილებების შეტანის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საჭიროა განხორციელდეს კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) შესაბამისი ცვლილებების, კერძოდ დამატებების შეტანა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. შევიდეს ცვლილებები კომისიის 2005 წლის 17 ივლისის №408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში (იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის) და

ა) A.S.1 ველის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის A.T ველი:

A.T.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

A.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე  შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

1.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე  შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

 





ბ) B.S.5 ველის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის B.T ველი:

B.T

ციფრული  მიწისზედა სატელევიზიო ქსელებითა და საშუალებებით მაუწყებლობის ტრანზიტი

 

B.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

1.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

 

 

 

 

 

 

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა;

3. დაევალოთ შპს ”სტერეო+”-ს და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისისთვის განახორციელებენ ციფრული  მიწისზედა სატელევიზიო ქსელებითა და საშუალებებით მაუწყებლობის ტრანზიტს, ავტორიზაცია შესაბამის საქმიანობაზე გაიარონ აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც საქმიანობის დაწყებას გეგმავენ 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ - ავტორიზაცია გაიარონ შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ; N6) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები