„შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2015 18:40
მიღების თარიღი ივნისი 23, 2015
„შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის განხილვის მიზნით. აღნიშნული გადაწვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 23 ივნისის 16:00 საათი.
2015 წლის 23 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენლის ირაკლი ალხაზაშვილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 23.06.2015; N6/4229-15), რომლის თანახმად, შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელი ითხოვს ჩანიშნული სხდომის გადადებას, იმ მიზეზით, რომ შპს „პალიტრა TV“-ის ინტერესების დაცვას მის გარდა სხვა წარმომადგენელი ვერ შეძლებდა, ვინაიდან, დავასთან დაკავშირებული მთელი რიგი გარემოებები სხვა წარმომადგენლისათვის უცნობია, ხოლო თავად ვერ შეძლებდა კომისიის სხდომაზე დასწრებას, რადგან იმავე დღეს და საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰქონდა პროცესი.
2015 წლის 23 ივნისის სხდომაზე შპს „პალიტრა TV“-ის წარმომადგენელმა კოკა გაბუნაიმ თხოვნით მიმართა კომისიის წევრებს გადაედოთ საკითხის განხილვა სხვა დღისთვის, ვინაიდან მისთვის დავასთან დაკავშირებული მთელი რიგი გარემოებები უცნობი იყო, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა სრულფასოვნად შპს „პალიტრა TV“-ის ინტერესების დაცვას. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „პალიტრა TV“-ის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2015 წლის 9 ივლისი 16:00 საათი, ნაცვლად 23 ივნისის 16:00 საათისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შევიდეს ცვლილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „პალიტრა TV“-ის საჩივრის წარმოებაში მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივნისის N323/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 9 ივლისს, 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის ვებ-გვერდზე;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამეტნს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
