წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 364 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2015 18:58

მიღების თარიღი ივნისი 23, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის  №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 23 ივნისის №46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 23 ივნისის №46 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის 23 ივნისის №46 სხდომის დღის წესრიგის მე–2 (შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) და მე–3 (შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ)  საკითხების განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, 2015 წლის 02 ივლისის, 16:00 საათზე;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                   2015  წლის 23 ივნისი, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  3. შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები