წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 365 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2015 11:25

მიღების თარიღი ივნისი 25, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 25 ივნისის №47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 25 ივნისის №47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელისთვის” ქ.ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2015 წლის 25 ივნისის №47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადატანილ იქნეს კომისიის 2015 წლის 25 ივნისის №47 სხდომის დღის წესრიგის მე-4 (სს „სილქნეტის“ საჩივრის განხილვის შესახებ) საკითხი სს „სილქნეტის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“–ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამატებითი შესწავლის მიზნით, 2015 წლის 09 ივლისს, 16 საათზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                        2015  წლის 25 ივნისი, 16:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „გეთ სქაის" (ს/ნ 454408855) 100% წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზაშვილის (პ/ნ 59001075592) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  4. სს „სილქნეტის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელისთვის” ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
  7. სს „ჯი-ენ-ენ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გურამ ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები