შპს „გეთ სქაის" ( ს/ნ 454408855) 100% წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზაშვილის (პ/ნ 59001075592) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2015 13:58
მიღების თარიღი ივნისი 25, 2015
შპს „გეთ სქაის" ( ს/ნ 454408855) 100% წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზაშვილის (პ/ნ 59001075592) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს „გეთ სქაიმ" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/2737-15 06.05.2015), შპს „გეთ სქაის" (ს/ნ 454408855) პარტნიორის შოთა ჩხვირკიას (პ/ნ 62004025572) 100% წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზაშვილის (პ/ნ 59001075592) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გეთ სქაი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „გეთ სქაის" მიერ წერილით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/2737-15, 06.05.2015) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №შ-10/2781-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გეთ სქაის" (ს/ნ 454408855) დირექტორის და წილის 100%-ის მფლობელის შოთა ჩხვირკიას (პ/ნ 62004025572) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
რაც შეეხება ფიზიკურ პირს მიხეილ რევაზაშვილს (პ/ნ 59001075592), იგი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 ივნისის №10/3773-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „გეთ სქაი" ინტერნეტ მომსახურებას უწევს გორის მუნიციპალიტეტის მომხმარებლებს. კომისიის სტატისტიკურ ბაზაში შპს „გეთ სქაის" შემოსავლები უფიქსირდება 2015 წლის მარტის თვეში 169 ლარი, აპრილის თვეში - 493 ლარი. შესაბამისად მარტის თვეში ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა შეადგენდა 18 აბონენტს, აპრილის თვეში 40 აბონენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გეთ სქაის" წილის 100%-ის, ფიზიკური პირის, მიხეილ რევაზაშვილის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „გეთ სქაის" წილის 100%-ის, ფიზიკური პირის, მიხეილ რევაზაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „გეთ სქაის", შპს „გეთ სქაის" წილის 100%-ის, ფიზიკური პირის, მიხეილ რევაზაშვილის მიერ შეძენაზე.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „გეთ სქაისთვის" ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „გეთ სქაისთვის" ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე |
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
