წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 373 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 11:47

მიღების თარიღი ივლისი 02, 2015

 შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს   „საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2976-15, 15.05.15), კომისიის 2014 წლის 6 მარტის  №120/13 გადაწყვეტილებით  ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამავე გადაწყვეტილების დანართში  განსაზღვრული პარამეტრებისა და პირობების  შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, სატელევიზიო გადამცემების განლაგების გეოგრაფიული კოორდინატების დაზუსტების შედეგად  კორექტირებული (განცხადებას თან ერთვის)  მნიშვნელობების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ცვლილების შეტანის მოთხოვნით. აღნიშნული ცვლილებების საჭიროება შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრის“   წერილობითი განმარტებით (კიომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4048-15, 19.06.15),  გამოწვია ციფრული სისტემებისთვის ანძების განთავსების ადგილების კორექტირებამ სისტემის პრაქტიკული  აგების  ეტაპზე.

    კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 მარტის  №120/13 გადაწყვეტილებით  შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის  ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში, პარამეტრების კორექტირებას, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში წარმოქმნილ  რეალურ ელექტრომაგნიტურ ვითარებაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

    კომისია ასევე აღნიშნავს, რომ   შპს „საქართველოს  ტელერადიოცენტრის“ წერილობითი მოთხოვნის    შესაბამისად,    კომისიის   2014   წლის   6   მარტის  №120/13  გადაწყვეტილების

 №1 დანართში განსაზღვრული, კორექტირებული გეოგრაფიული კოორდინატებზე ციფრული ტელემაუწყებლობის გადამცემი სადგურების განლაგების და ამავე დანართში განსაზღვრული პარამეტრებით ფუნქციონირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია ელექტრომაგნიტური თავსებადობის რეალური პირობები.  

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიას  შესაძლებლად მიაჩნია   კომისიის    2014   წლის    06   მარტის  №120/13 გადაწყვეტილებაში  (გადაწყვეტილების №1 დანართის მე-5 და მე-6 სვეტის ყველა სტრიქონში)  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.  

      საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის   63-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს   ცვლილება შპს „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების  მინიჭების შესახებ“ კომისიის 2014 წლის  06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში   და  აღნიშნული   გადაწყვეტილების   №1 დანართის   მე-5  და   მე-6 სვეტის   ყველა  სტრიქონი 

ჩამოყალიბდეს  ამ გადაწყვეტილების  დანართში  (თან ერთვის)   განსაზღვრული რედაქციით;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის  შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;   

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“  ჩაბარებისთანავე. 

   კომისიის    თავმჯდომარე                                                                                 .აბაშიძე 

   კომისიის    წევრი                                                                                                .ბექაური 

   კომისიის    წევრი                                                                                                 .ფრუიძე

   კომისიის    წევრი                                                                                                 .ქათამაძე                                                                                                                                                                     

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები