წვდომის მენიუ

შპს „მეცხრე არხის“ (ს/კ 205150726) კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“( ს/ნ 240885654) 10% წილის შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 384 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 09, 2015 12:03

მიღების თარიღი ივლისი 02, 2015

 შპს „მეცხრე არხის“ (ს/კ 205150726) კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“( /ნ 240885654) 10% წილის  შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) მიე შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 29 ივნისის №21 წერილით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა" (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/4430-15 01.07.2015), შპს „მეცხრე არხის“(ს/კ 205150726) კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ (ს/ნ 240885654) 10% წილის შპს „აქცეპტის“ (ს/ნ 206335143) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

                შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

                შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ანალოგური სამაუწყებლო სიგნალის გათიშვის თარიღამდე, შენარჩუნებული აქვს კერძო მაუწყებლობის №B56 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირის გამოყენების უფლება, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებითა და დანიშნულებით.  

შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B57  ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  საერთო  რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 104.8 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით,  გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის და ცხინვალის რაიონები, ანტენის განთავსების ადგილი - ახალდაბის (გორის რაიონი) სატელევიზიო ანძა;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ პარტნიორები არიან: ფიზიკური პირი ჯონდო ნანეტაშვილი (წილის 50%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ბადრი ნანეტაშვილი (წილის 20%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ნინო გაგნიძე (წილის 20%-ის მფლობელი) და შპს “მეცხრე არხი“ (წილის 10%-ის მფლობელი).

 შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 10% წილის  შეძენის მსურველი კომპანია შპს „აქცეპტის“ პარტნიორები არიან ფიზიკური პირი კახა კობიაშვილი (წილის 20%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი ლერი კაპანაძე (წილის 80%-ის მფლობელი). შპს „აქცეპტის“ დირექტორია კახა კობიაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აქცეპტი“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №შ-10/4459-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ 10% წილის  შეძენის მსურველი კომპანია შპს „აქცეპტის“, ასევე შპს „აქცეპტის“ პარტნიორების, კახა კობიაშვილის და ლერი კაპანაძის  აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

                კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №10/4460-15 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის თვის ჩათვლით ავტორიზებული საქმიანობიდან შემოსავლები არ გააჩნია. რაც შეეხება მაუწყებლობიდან მიღებულ შემოსავლებს, 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ შემოსავლებმა შეადგინა 415814 ლარი, რაც აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ყველა სამაუწყებლო კომპანიების მიერ მაუწყებლობიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 0,34%-ს შეადგენს.

                ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 10%-ის შპს „აქცეპტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 10%-ის შპს „აქცეპტის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.  

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, შპს „მეცხრე არხის“ კუთვნილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წილის 10%-ის შპს „აქცეპტის“ მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს). 

 

 

 

 

კომისიის წევრი                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები