წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 386 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 11:20

მიღების თარიღი ივლისი 09, 2015

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 09 ივლისის №50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15  პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 09 ივლისის №50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიურიდანიშნულებითრადიოსიხშირულისპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2015 წლის 09 ივლისის №50 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 50 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                                             2015  წლის 09 ივლისი, 16:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიურიდანიშნულებითრადიოსიხშირულისპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  3. შპს  „სასტუმრო ყაზბეგისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  4. შპს “ჯეოსთილისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  5. შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრითსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  6. ინდ. მეწარმე ”მიხეილ დოლიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  7. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დევიდ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  8. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კრისტოფერ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  9. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბესარიონ ზაქარიაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისადა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  10. შპს ”რადიო არტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირების  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. შპს „იუ თი ეს”-ისთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „შონი ოცდამეორეს“ (ს/ნ 202371922) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „საქართველოს ციფრული ქსელების“ (ს/ნ 402013995) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. დ. გოგიჩაიშვილი – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
  14. შპს „დანი კომპიუტერსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წარმოების შეწყვეტის თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  15. შპს „GOLDNET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  16.  სს „სილქნეტის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისიწნებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რიგ დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები