წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კრისტოფერ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 393 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2015 17:31

მიღების თარიღი ივლისი 09, 2015

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ კრისტოფერ პომერენკესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №9/4404-15, 30.06.2015) მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე კრისტოფერ პომერენკემ (გერმანიის პასპორტის №C3FGO6F6W) ვიზიტის  (2015 წლის 21-29 ივლისი) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ  კრისტოფერ პომერენკეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი DO1CO.

რადიომოყვარულ კრისტოფერ პომერენკეს მიერ, სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება ქ. თბილისიდან როგორც დანართში (თან ერთვის) მითითებულ, ასევე 50 მჰც (მოდულაციის ტიპები - SSB და CW) სიხშირეებზე.

         ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და  518-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად კომისიამ, ერთხმად 

გადაწყვიტა:

  1. მიენიჭოს რადიომოყვარულ კრისტოფერ პომერენკეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული,  აგრეთვე 50.0÷50.3 მჰც, სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად ა/წ 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით:

რეგისტრაციის

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

T - 024

კრისტოფერ პომერენკე

ქ. თბილისი, ნიაღვრის ქ. 4, ბ. 1

4L/DO1CO

„C“

 2. რადიომოყვარული კრისტოფერ პომერენკე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი  პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე კრისტოფერ  პომერენკესთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მ. ქათამაძე

               საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის  9 ივლისის  №   393/7   გადაწყვეტილების დანართი

 

 

 

 

 

„C“ კატეგორია

 

 

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz

472 – 479 kHz

10 W

1 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

 

1840 – 1850 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

 

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

2300 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

 

28000 - 29700 KHz

 

100 W

 

100HA1A

24 -24.05 GHz

5  W

24K00F3E;

24.05 -24.25 GHz

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

47 - 47.2 GHz

5  W

 

 

29200 - 29700 KHz

 

100W

 

6K00R3E

76 - 81 GHz

5  W

 

77.5 - 78 GHz

 

144 - 146 MHz

 

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

241 - 248 GHz

5  W

 

248 - 250 GHz

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები