საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2015 11:42
მიღების თარიღი ივლისი 09, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (ვებგვერდი, 15/06/2015 სარეგისტრაციო კოდი N045014000.05.001.017777), რომლის შესაბამისადაც, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობაზე გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა (ნებისმიერი ტექნოლოგიით) დაექვემდებარა ავტორიზაციას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისას დაეკისრა ვალდებულება კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობაში მოყვანა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის იმ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომლებიც შესაბამისობაშია მოსაყვანი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებთან, კერძოდ:
ა) კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ (სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 გამოქვეყნების თარიღი 18.07.2003 სსმ,71;);
ბ) კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესში“ (სსმ 31.10.2005 №127 მუხლი 1415);
გ) კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებით დამტკიცებულ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620);
დ) კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესში“ (სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016021 ვებგვერდი, 15.08.2012);
ე) კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ (სსმ III. 18.03.2009 N 32 მუხ. 377 სარეგისტრაციო კოდი N 300.010.000.17.010.012.895);
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ (სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 გამოქვეყნების თარიღი 18.07.2003 სსმ,71) ასევე მიზანშეწონილია დამატებების შეტანა კომისიის საქმიანობის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის შემდეგ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით:
ა) კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“ (სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 გამოქვეყნების თარიღი 18.07.2003 სსმ,71;);
ბ) კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესში“ (სსმ 31.10.2005 №127 მუხლი 1415);
გ) კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებით დამტკიცებულ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებაში“ (სსმ III, 14.12.2005. N 145; მუხლი N1620);
დ) კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესში“ (სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016021 ვებგვერდი, 15.08.2012);
ე) კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ (სსმ III. 18.03.2009 N 32 მუხ. 377 სარეგისტრაციო კოდი N 300.010.000.17.010.012.895)
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 6 აგვისტოს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილებები მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დადგენილებების პროექტების საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) დადგენილებების პროექტებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
