საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2015 19:03
მიღების თარიღი ივლისი 09, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–4 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის 2014 წლის 15 ივლისის №367/22 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველ პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობის დაცვით, კომისიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიის შემთხვევაში.“;
ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-81 პუნქტი:
„81 წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პრემირების წესიდან გამონაკლისის დაშვება და პრემიის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ, კომისიის სიითი შემადგენლობის კონსენსუსის საფუძველზე, რაც ფორმდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge), ასევე კომისიაში დასაქმებულთათვის გაცნობა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.; №6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
