საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2015 18:34
მიღების თარიღი ივლისი 16, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 16 ივლისის №52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
- გადატანილ იქნას კომისიის 2015 წლის 16 ივლისის N52 სხდომის დღის წესრიგის მე-10 საკითხი (შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ) 2015 წლის 21 ივლისს 16:00 საათზე;
- გადატანილ იქნას კომისიის 2015 წლის 16 ივლისის N52 სხდომის დღის წესრიგის მე-11, მე-12 და მე-13 საკითხები (11. შპს „გრიინეტი Ltd Greenet”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; 12. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; 13. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) 2015 წლის 23 ივლისს 16:00 საათზე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №52 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2015 წლის 16 ივლისი, 16:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- ქ. თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის არაავტორიზებადი
საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.); - სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”რუსთავის აზოტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- შპს ”დეტექტორისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.); - სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გერჰარდ ელსიგანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 4 ივნისის №314/15 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმისა და განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, თანამომხსენებელი მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „გრიინეტი Ltd Greenet”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).
