საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 4 ივნისის №314/15 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2015 17:35
მიღების თარიღი ივლისი 16, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 4 ივნისის №314/15 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 4 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №314/15, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მეორე გვერდზე, მე-4 აბზაცში, ასევე გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ციფრების „3-246-6 (8118)“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ციფრები „3-246-0 (8112)“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- გასწორდეს კომისიის 2015 წლის 4 ივნისის №314/15 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მეორე გვერდზე, გადაწყვეტილების მე-4 აბზაცში, ასევე გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ციფრების „3-246-6 (8118)“ ნაცვლად ჩაიწეროს ციფრები „ 3-246-0 (8112) ”;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);
3. ეცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU) აღნიშნული ცვლილების შესახებ, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები:
კახიბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
