საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 27, 2015 13:00
მიღების თარიღი ივლისი 23, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის
№144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში
ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში (დანართი №2) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) №2 დანართის მე-4 პუნქტის 4.15 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.15. დარაჯი - 9 – 375.00 – 3,375.00“;
ბ) №2 დანართის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 4.16 ქვეპუნქტი:
„4.16. რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის უფროსი - 2 – 1,875.00 – 3.750.00“;
გ) № 2 დანართის მე-9 პუნქტის 9.10. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9.10. რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის ელექტრომექანიკოსი - 6 – 1,250.00 – 7,500.00“;
დ) ამოღებულ იქნეს №2 დანართის მე–9 პუნქტის 9.11. და 9.12 ქვეპუნქტები;
ე) საშტატო ერთეულების რაოდენობა – 125;
ვ) ხელფასის განაკვეთის საერთო ჯამი - 26.225.00 ლარი;
ზ) ხელფასის საერთო ჯამი - 55,100.00 ლარი.
- კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დანართი №2 დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად კორექტირებული ფორმით (დანართი №1);
- გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2015 წლის 03 აგვისტოდან;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
