საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2015 11:23
მიღების თარიღი იანვარი 29, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–14 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №06 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და მოქმედების 15 წლის ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
ბ) ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
გ) შპს „მობიტელისთვის“ ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №06 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი
|
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური
|
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№06 სხდომის
ქ. თბილისი 2015 წლის 29 იანვარი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”სითი-ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- სს ”შევარდენისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”იუნაიტედ სეკურიტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ელ ეი ემ შიფინგ ეჯენსიზ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ”საძმოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ.მეწარმე “სანდრო მუშკუდიანისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ.მეწარმე ”გიორგი გელაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს ,,Premium Net International SRL-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს ”სტერეო+”-ის კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიის შპს ”სტერეოსთვის” გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- 13. ერთი მხრივ, შპს „ლაგსა“ და, მეორე მხრივ, სს „სილქნეტს“ შორის დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F2, №F4, №F12, №F15, №F16, შპს „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F17, №F18, №F20, №F24 და შპს „მობიტელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F5, №F42 და №F59 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და მოქმედების 15 წლის ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
- ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მობიტელისთვის“ ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);
