სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 21, 2015 18:44
მიღების თარიღი ივლისი 23, 2015
სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის თაობაზე
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2015 წლის 13 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის შ-10/4610-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2015 წლის 18 ივნისს განხორციელებული სატესტო ზარების შედეგების შესახებ; სს ,,სილქნეტის“ საბილინგო სისტემიდან შემომავალი ზარების შესახებ 2015 წლის 18 ივნისის დეტალური ამონაბეჭდი სატელეფონო ნომერზე 234 23 32; სატელეფონო ნომრების სია, რომლებმაც 2015 წლის აპრილის თვეში 2000-ზე მეტი ზარი განახორციელეს შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, რომლებმაც 2015 წლის მაისის თვეში 2000-ზე მეტი ზარი განახორციელეს შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, რომლებმაც 2015 წლის 9 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით 1000-ზე მეტი ზარი განახორციელეს შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, რომლებმაც 2015 წლის 18 ივნისს 65-ზე მეტი ზარი განახორციელეს შიდა ქსელში; 2015 წლის 8 ივლისის შემოწმების აქტი N3; შპს „მაიფონის“ ბილინგიდან ამონაბეჭდი 2015 წლის 18 ივნისის სატესტო ზარების შესახებ; შპს „მაიფონის“ პარტნიორი კომპანიის (,,ვესტმოუნტის“) ინფორმაცია საქართველოში ზარის დასრულების ტარიფების შესახებ), საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების მიერ შპს ,,მაიფონის“ ოფისში განხორციელდა სატესტო ზარები საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის შემოწმების მიზნით. სატესტო ზარები განხორციელდა საერთაშორისო კომპანიის ქსელიდან (Fortis, Intelcom, Line), რომელიც საქართველოს მობილური კომპანიების ქსელში ზარს ასრულებს 12 ცენტად, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 8 ცენტად. კერძოდ, სატელეფონო ნომრიდან - 242 1717 ციფრების კომბინაციის - 000 995 XXXXXXXXX აკრეფით მოხდა სატელეფონო ზარების შპს ,,მაიფონის“ პარტნიორი კომპანიის ქსელის გავლით საქართველოში მოქმედი მობილური და ფიქსირებული ოპერატორების ქსელში დასრულება. სს „სილქნეტის“ ქსელში დასრულდა 10 სატესტო ზარი, რა დროსაც „ა“ ნომრად დაფიქსირდა სს „სილქნეტის“ გეოგრაფიული ქ. თბილისის ნომრები: 224 0534, 224 0482, 224 0396, 224 0338, 224 0433, 224 0419, 224 0491, 2240496, 224 0488, 224 0462. სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ ინფორმაციაში ეს ზარები დაფიქსირებულია როგორც შიდა ზარები. 2015 წლის 25 ივნისს, განხორციელებულ იქნა (2240XXX) სააბონენტო ნომრების სატელეფონო გამოძახებით შემოწმება, რის შემდეგაც ამორჩეულ იქნა 141 საეჭვო სააბონენტო ნომერი (შემოწმების დროს ამ ნომრებზე სატელეფონო გამოძახებისას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ირთვებოდა დაკავების სიგნალი), საიდანაც ერთი დღის განმავლობაში განხორციელებულ იქნა 65 ზარზე მეტი. ასეთი ნომრებიდან წარმოქმნილმა ტრაფიკმა (18 ივნისს) შეადგინა 42 608 წუთი. 2015 წლის აპრილიდან იწყება 224 0XXX ნომრებიდან გენერირებული ტრაფიკის ზრდა ,,სილქნეტის“ შიდა ქსელში. კერძოდ,
სს ,,სილქნეტის“ ქსელში 2015 წლის აპრილის თვიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო სატელეფონო ზარებზე „ა“ ნომრის ჩანაცვლება ადგილობრივი ნომრით ტარიფების შეცვლის მიზნით (სატელეფონო ნომრების სია თან ერთვის). სატელეფონო გამოძახებებით შემოწმების დროს (25.06.2015) აპრილისა და მაისის თვეში სავარაუდო ჩანაცვლებულ ნომრებზე ირთვებოდა დაკავების სიგნალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N571/9 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტი.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 17 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 23 ივლისს, რის თაობაზეც სს ,,სილქნეტს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2015 წლის 15 ივლისს, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (№3041/05-8. კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4799-15; 15.07.2015), სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 8 ივლისის №3 შემოწმების აქტში მოყვანილი კომისიის შეფასებები არ შეესაბამება სინამდვილეს და მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოხდეს სს ,,სილქნეტისთვის“ ფაქტიურად ბრალის წაყენება დანაშაულის ჩადენაში, ადეკვატური კვლევა-ძიების ჩატარების გარეშე. აღნიშნულ შემოწმების აქტში მითითებული სატელეფონო ნომრებზე სს ,,სილქნეტის“ მხრიდან რაიმე ტიპის მანიპულაციის ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ნომრები, სს ,,სილქნეტის“ მიერ, სააბონენტო ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემულია შემდეგ კომპანიებზე: შპს ,,ორიონი“(ს.კ. 4050987180), სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს.კ. 205236537), შპს ,,ჯეო ლაინი“ (ს.კ. 405072237), შპს ,,რონიკო“ (ს.კ. 203836974). სს ,,სილქნეტი“ მზად არის კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ხელშეკრულებები კომპანიების მფლობელობაში არსებულ სანომრე რესურსის ჩამონათვალთან ერთად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სს ,,სილქნეტმა“ რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო საკითხის გადაწყვეტამდე ზემოაღნიშნული კომპანიების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებით მომსახურების მიწოდება შეაჩერა. სს ,,სილქნეტმა“ განცხადებას თან დაურთო მისი 2015 წლის 15 ივლისის №80/05-5 წერილი, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
2015 წლის 22 ივლისს, სს ,,სილქნეტმა“ კომისიას წარმოუდგინა კომისიის შემოწმების აქტზე თანდართულ სატელეფონო ნომრების მფლობელ აბონენტებსა (შპს ,,ორიონი“; სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“; შპს ,,ჯეო ლაინი“; შპს ,,რონიკო“) და სს ,,სილქნეტს“ შორის დადებული სააბონენტო ხელშეკრულებები (№3147/05-8. კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5118-15; 22.07.2015).
2015 წლის 23 ივლისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,სილქნეტის“ დირექტორი ლ.ბუჩუკური, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთვის მიუღებელია კომისიის შემოწმების აქტში მითითებული შეფასებები, კერძოდ ის, რომ სს „სილქნეტმა“ ტარიფის შეცვლის მიზნით მოახდინა ,,ა“ ნომრის შეცვლა. კომისიის შემოწმების აქტში მითითებული სატელეფონო ნომრები სს „სილქნეტის“ მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემულია შემდეგ კომპანიებზე: შპს ,,ორიონი“(ს.კ. 4050987180), სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“ (ს.კ. 205236537), შპს ,,ჯეო ლაინი“ (ს.კ. 405072237), შპს ,,რონიკო“ (ს.კ. 203836974); აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტის“ მხრიდან შეუძლებელია მანიპულაციის ჩატარება ამ სატელეფონო ნომრების გამოყენებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სს ,,სილქნეტმა“ რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო საკითხის გადაწყვეტამდე ზემოაღნიშნული კომპანიების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებით მომსახურების მიწოდება შეაჩერა. სს ,,სილქნეტის“ დირექტორმა განმარტა, რომ ეს საკითხი მათი ინიცირებულია და კომპანია აქტიურად იმუშვებს იმაზე, რომ ეს გამოძიება სწრაფად წარიმართოს. ამასთან, ლ.ბუჩუკურის განმარტებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ ხელშეკრულების საფუძველზე აბონენტებისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით დანაშაულის ჩადენა არ ნიშნავს იმას, რომ სს ,,სილქნეტმა“ ჩაიდინა დანაშაული. სს ,,სილქნეტის“ დირექტორმა დამატებით აღნიშნა, რომ ტექნიკური მოწყობილობები, რომლებითაც შეიძლება მსგავსი ოპერაციების ჩატარება, თავისუფლად იყიდება.
კომისიის წევრმა კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია შემოწმების აქტში იმის ჩაწერა, რომ სს ,,სილქნეტმა“ ტარიფის შეცვლის მიზნით შეცვალა ნომერი, ვინაიდან ტარიფის შეცვლის მოტივაცია შეიძლება დადგინდეს გამოძიების შედეგად. თუკი კომისიის წევრებს აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია აქვთ, ბოდიში უნდა მოუხადონ კომპანიას აღნიშნულის თაობაზე.
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე დაეთანხმა კომისიის წევრ კ.ბექაურის პოზიციას.
კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის პოზიცია გასაგებია და მისაღები შემოწმების აქტში მითითებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ნომრის ცვლილება სს ,,სილქნეტის“ მიერ განხორციელდა.
კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც.უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საეჭვო ტრაფიკი განხორციელებულია შპს ,,ორიონისა“ და შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან. რაც შეეხება შპს ,,რონიკოსა“ და სს ,,ხალიკ ბანკი საქართველოს“ მფლობელობაში არსებულ ნომრებს (სულ: 2 ნომერი), განმეორებითი შემოწმების დროს დადგინდა, რომ ისინი მოქმედ აბონენტებს წარმოადგენენ. შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან (ნუმერაციის რესურსი 2-24-0-ათასეული), რომელიც მას გადაცემული აქვს სს ,,სილქნეტსა“ და შპს „ჯეო ლაინს“ შორის 2015 წლის 19 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრაფიკი ფიქსირდება აპრილში და მაისში. მას შემდეგ, რაც სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ჯეო ლაინს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, აღნიშნული ნუმერაციის რესურსიდან მკვეთრად გაიზარდა ტრაფიკი. კერძოდ, მარტში იყო 225 734 წუთი, აპრილში გახდა 1 759 000 წუთი, ხოლო მაისში - 2 089 389 (აღნიშნული წუთების რაოდენობა შპს ,,ჯეო ლაინის“ გარდა მოიცავს აქტიურ აბონენტებსაც). 2015 წლის 1 მაისს დარეგისტრირებულ შპს ,,ორიონის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან, რომელიც მას გადაცემული აქვს სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ორიონს“ შორის 2015 წლის 6 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრაფიკი ფიქსირდება 9 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, რომლის ოდენობა შეადგენს 1 093 374 წუთს.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის №შ-10/4610-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით: 2015 წლის 18 ივნისს განხორციელებული სატესტო ზარების შედეგების შესახებ; სს ,,სილქნეტის“ საბილინგო სისტემიდან შემომავალი ზარების შესახებ 2015 წლის 18 ივნისის დეტალური ამონაბეჭდი სატელეფონო ნომერზე 234 23 32; სატელეფონო ნომრების სია, საიდანაც 2015 წლის აპრილის თვეში 2000-ზე მეტი ზარი განახორციელდა შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, საიდანაც 2015 წლის მაისის თვეში 2000-ზე მეტი ზარი განახორციელდა შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, საიდანაც 2015 წლის 9 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით 1000-ზე მეტი ზარი განახორციელდა შიდა ქსელში; სატელეფონო ნომრების სია, საიდანაც 2015 წლის 18 ივნისს 65-ზე მეტი ზარი განახორციელდა შიდა ქსელში; 2015 წლის 8 ივლისის შემოწმების აქტი №3; შპს „მაიფონის“ ბილინგიდან ამონაბეჭდი 2015 წლის 18 ივნისს განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ; შპს „მაიფონის“ პარტნიორი კომპანიის (,,ვესტმოუნტის“) ინფორმაცია საქართველოში ზარის დასრულების ტარიფის შესახებ;
2. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 15 ივლისის №3041/05-8 განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4799-15; 15.07.2015);
3. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 15 ივლისის №80/05-5 წერილი, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;
4. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 22 ივლისის №3147/05-8 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5118-15; 22.07.2015)
5. სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ორიონს“, სს ,,სილქნეტსა“ და სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“, სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ჯეო ლაინს“, სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,რონიკოს“ შორის დადებული სააბონენტო ხელშეკრულებები, ამ კომპანიების მფლობელობაში არსებულ სანომრე რესურსის ჩამონათვალთან ერთად;
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
6. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს ,,სილქნეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და კონკურენციის ხელშემწყობი დეპარტამენტების მიერ შპს ,,მაიფონის“ ოფისში განხორციელდა სატესტო ზარები საერთაშორისო შემომავალი ტრაფიკის შემოწმების მიზნით. სატესტო ზარები განხორციელდა საერთაშორისო კომპანიის ქსელიდან, რომელიც საქართველოს მობილური კომპანიების ქსელში ზარს ასრულებს 12 ცენტად, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 8 ცენტად. კერძოდ, სატელეფონო ნომრიდან - 242 1717 ციფრების კომბინაციის - 000 995 XXXXXXXXX აკრეფით მოხდა სატელეფონო ზარების შპს ,,მაიფონის“ პარტნიორი კომპანიის ქსელის გავლით საქართველოში მოქმედი მობილური და ფიქსირებული ოპერატორების ქსელში დასრულება. სს „სილქნეტის“ ქსელში დასრულდა 10 სატესტო ზარი, რა დროსაც „ა“ ნომრად დაფიქსირდა სს „სილქნეტის“ გეოგრაფიული ქ. თბილისის ნომრები: 224 0534, 224 0482, 224 0396, 224 0338, 224 0433, 224 0419, 224 0491, 2240496, 224 0488, 224 0462. სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ტრაფიკის შესახებ ინფორმაციაში ეს ზარები დაფიქსირებულია როგორც შიდა ზარები;
3. 2015 წლის 25 ივნისს, (2240XXX) 1000 სააბონენტო ნომრის სატელეფონო გამოძახებით შემოწმების შედეგად, გამოვლენილ იქნა 141 საეჭვო სააბონენტო ნომერი (შემოწმების დროს ამ ნომრებზე სატელეფონო გამოძახებისას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ირთვებოდა დაკავების სიგნალი), საიდანაც, თითოეული ნომრიდან, ერთი დღის განმავლობაში განხორციელებულ იქნა 65-ზე მეტი ზარი, რომლის ტრაფიკმა 18 ივნისს შეადგინა 42 608 წუთი. სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ტრაფიკის დეტალური ინფორმაციიდან (CD-ზე ჩაწერილი) დგინდება, რომ 2015 წლის აპრილიდან ფიქსირდება 224 0XXX ნომრებიდან გენერირებული ტრაფიკის ზრდა სს ,,სილქნეტის“ შიდა ქსელში. კერძოდ, აპრილისა და მაისის თვეში შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში არსებული თითოეული სატელეფონო ნომრიდან თვეში განხორციელებული იქნა 2000-ზე მეტი სატელეფონო ზარი. 25 ივნისს განხორციელებული სატელეფონო გამოძახებებით შემოწმების დროს აღნიშნულ ნომრებზე ირთვებოდა დაკავების სიგნალი. შპს ,,მაიფონის“ ოფისში განხორციელებული შემოწმების თაობაზე 2015 წლის 8 ივლისს შედგა შემოწმების აქტი №3, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ც.უჯმაჯურიძე და სს ,,სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მ. ქოქიაშვილი, რომელიც არ დაეთანხმა შემოწმების აქტში აღნიშნულ შეფასებებს;
4. შპს ,,ორიონსა“ და სს ,,სილქნეტს“, სს ,,ხალიკ ბანკი საქართველოსა“ და სს ,,სილქნეტს“, შპს ,,ჯეო ლაინსა“ და სს ,,სილქნეტს“, შპს ,,რონიკოსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის დადებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ შემოწმების აქტში მითითებულ და მასზე დართულ სატელეფონო ნომრების მფლობელები არიან შპს ,,ორიონი“, შპს ,,ჯეო ლაინი“, სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“ და შპს ,,რონიკო“. საეჭვო ტრაფიკი განხორციელებულია შპს ,,ორიონისა“ და შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან. რაც შეეხება შპს ,,რონიკოსა“ და სს ,,ხალიკ ბანკი საქართველოს“ მფლობელობაში არსებულ ნომრებს (სულ: 2 ნომერი), განმეორებითი შემოწმების დროს დადგინდა, რომ ისინი მოქმედ აბონენტებს წარმოადგენენ;
5. შპს ,,ჯეო ლაინის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან (სულ: 120): 322240117, 322240118, 22240119, 322240127, 322240128, 322240129, 32224013, 322240132, 322240135, 322240139, 322240143, 322240146, 322240147, 322240148, 322240149, 322240152, 322240153, 322240156, 322240157, 322240158, 322240159, 322240162, 322240163, 322240164, 322240165, 322240167, 322240168, 322240169, 322240170, 322240179, 322240180, 322240181, 322240182, 322240183, 322240184, 322240185, 322240186, 322240187, 322240188, 322240189, 322240190, 322240191, 322240192, 322240193, 322240194, 322240195, 322240196, 322240197, 322240198, 322240199, 322240206, 322240209, 322240215, 322240216, 322240217, 322240218, 322240219, 322240223, 322240227, 322240228, 322240229, 322240231, 322240232, 322240238, 322240239, 322240246, 322240247, 322240249, 322240252, 322240253, 322240254, 322240256, 322240257, 322240258, 322240259, 322240261, 322240262, 322240263, 322240264, 322240265, 322240266, 322240267, 322240268, 322240269, 322240271, 322240272, 322240273, 322240274, 322240275, 322240276, 322240279, 322240281, 322240282, 322240283, 322240284, 322240285, 322240286, 322240287, 322240288, 322240289, 322240291, 322240292, 322240293, 322240294, 322240295, 322240296, 322240297, 322240298, 322240299, 322240306, 322240308, 322240309, 322240310, 322240311, 322240312, 32224031, 432224031, 5322240316, 322240317, 322240318, რომლებიც მას გადაცემული აქვს სს ,,სილქნეტსა“ და შპს „ჯეო ლაინს“ შორის 2015 წლის 19 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრაფიკი ფიქსირდება აპრილში და მაისში;
6. 2015 წლის 1 მაისს დარეგისტრირებულ შპს ,,ორიონის“ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრებიდან (სულ: 150 ნომერი) : 322240136, 322240319, 322240320, 322240321, 322240322, 322240323, 322240326, 322240327, 322240328, 322240329, 322240331, 322240332, 322240338, 322240339, 322240351, 322240352, 322240353, 322240354, 322240355, 322240356, 322240357, 322240358, 322240359, 322240360, 322240361, 322240362, 322240364, 322240365, 322240367, 322240368, 322240369, 322240370, 322240371, 322240372, 322240373, 322240374, 322240375, 322240376, 322240378, 322240379, 322240380, 322240381, 322240382, 322240383, 322240384, 322240385, 322240386, 322240387, 322240388, 322240389, 322240390, 322240391, 322240392, 322240393, 322240394, 322240395, 322240396, 322240397, 322240398, 322240399, 322240412, 322240413, 322240417, 322240418, 322240419, 322240421, 322240425, 322240426, 322240427, 322240428, 322240429, 322240431, 322240432, 322240433, 322240435, 322240436, 322240437, 322240438, 322240439, 322240443, 322240445, 322240446, 322240447, 322240448, 322240449, 322240451, 322240452, 322240453, 322240458, 322240459, 322240461, 322240462, 322240463, 322240465, 322240466, 322240467, 322240468, 322240469, 322240471, 322240472, 322240473, 322240475, 322240476, 322240478, 322240479, 322240481, 322240482, 322240483, 322240485, 322240486, 322240487, 322240488, 322240489, 322240490, 322240491, 322240492, 322240493, 322240495, 322240496, 322240497, 322240498, 322240499, 322240508, 322240509, 322240511, 322240512, 322240513, 322240514, 322240515, 322240516, 322240517, 322240518, 322240519, 322240521, 322240522, 322240523, 322240527, 322240528, 322240529, 322240530, 322240531, 322240532, 322240533, 322240534, 322240535, 322240536, 322240537, 322240538, 322240539, 322240541 რომლებიც მას გადაცემული აქვს სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ორიონს“ შორის 2015 წლის 6 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტრაფიკი ფიქსირდება 9 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით;
7. 2015 წლის 15 ივლისს, სს ,,სილქნეტმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წერილით (№80/05-5) მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ა/წ 8 ივლისს განხორციელდა სატესტო შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა სს ,,სილქნეტის“ აბონენტებზე დროებით სარგებლობაში გაცემული სატელეფონო ნომრების გამოყენებით ,,ა“ ნომრის შეცვლის ფაქტები სს ,,სილქნეტის“ ქსელში ზარის დასრულებისას. კერძოდ, ტარიფის შეცვლის მიზნით ხდებოდა საერთაშორისო ზარებზე ,,ა“ ნომრის ჩანაცვლება ადგილობრივი ნომრით, რაც იწვევდა საერთაშორისო ზარის ლოკალურ ზარად ,,გარდაქმნას“, რაც სავარაუდოდ სოლიდურ ზიანს აყენებდა როგორც სს ,,სილქნეტს“, ისე სახელმწიფოს იმდენად რამდენადაც განსხვავება ლოკალურ და საერთაშორისო ზარებზე დადგენილ ტარიფებს შორის მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სს ,,სილქნეტმა“ მოითხოვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დროული რეაგირების განხორციელება, ხოლო საკითხის შეწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა კომპანიების (შპს ,,ორიონი“; შპს „ჯეო ლაინი“) მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომრების მომსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ განხორციელებული სატესტო ზარების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა სს ,,სილქნეტის“ აბონენტების მფლობელობაში არსებული სატელეფონო ნომრების გამოყენებით სს ,,სილქნეტის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულებისას ,,ა“ ნომრის (ზარის წამოწყების ნომერი) შეცვლის ფაქტებს, რაც იწვევდა საერთაშორისო ზარის ლოკალურ ზარად წარმოჩენას, შესაბამისად, სავარაუდოდ არალეგალური შემოსავლების მიღებას, კერძო მეწარმე სუბიექტისთვის და სახელმწიფოსათვის ზარალის მიყენებას. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები მოკლვლევისთვის უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა სს ,,სილქნეტმა“ 2015 წლის 15 ივლისის №80/05-5 განცხადებით. ამავდროულად, ვინაიდან მყარი მტკიცებულებებით არ დასტურდება სს ,,სილქნეტის“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედება საერთაშორისო ზარის დასრულებისას ,,ა“ ნომრის (ზარის წამოწყების ნომერი) შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 15 ივლისს სს ,,სილქნეტმა“ განცხადებით (№80/05-5) მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტების გამოძიების მიზნით, ასევე საკითხის გადაწყვეტამდე ზემოაღნიშნული კომპანიების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრების მომსახურება შეაჩერა, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 44-ე მუხლის 1-ლი პუქნტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 98-ე მუხლის, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მასალები შესაძლო დანაშაულის ნიშნების დადგენის მიზნით გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მოკვლევისთვის, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
- დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
